რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

“ჩელსი“ - ერთი კარგი, სამი ცუდი ამბავი
30-01-2015, 23:19
2155
Ошибка
“ჩელსი“ - ერთი კარგი, სამი ცუდი ამბავი
როგორც იცით, ლონდონის “ჩელსიმ“ ყველანაირი დეტალი მოაგვარა “ფიორენტინასთან“ კუადრადოს შეძენის შესახებ და ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად იქნება წარდგენილი “სტემფორდ ბრიჯზე“.

მაგრამ “ჩელსის“ გულშემატკივრებისთვის მხოლოდ სასიამოვნო ინფორმაცია არ გვაქვს - ჟოზე მოურინიოს გუნდი ჩემპიონატის მეორეადგილოსანსა და მოქმედ ჩემპიონს, “მანჩესტერ სიტისთან“ ლიდერების გარეშე მოუწევს დაუპირისპირდება.

პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირმა დიეგო კოშტამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით - როგორც ნახეთ, ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა “ლივერპულთან“ ლიგის თასის მატჩში ძალიან უხეშად ითამაშა ემცრე ჩანის წინააღმდეგ და არამარტო - დიეგოს კონფლიქტი ჰქონდა მარტინ შკრტელთან და სტივენ ჯერარდთანაც კი.

კოშტას წელს “ჩელსის“ გოლების 37% აქვს გატანილი. კლუბმა მატჩების 73.7% მოიგო, როდესაც მინდორზე ესპანელი იყო, ხოლო როდესაც არ იყო - 66.7%.

ეს არ არის ერთადერთი ცუდი ამბავი “მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ. “ჩელსის“ ასევე ვერ დაეხმარება ნახევარმცველი და საუკეთესო ასისტენტი (15 პასი) სესკ ფაბრეგასი. მეორე ესპანელი ტრავმის მიზეზით ვერ დაეხმარება “ჩელსის“. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მარტი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031