რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

შაბათის ტოპ 3 მატჩი (პრევიუ)
30-01-2015, 17:59
566
Ошибка
შაბათის ტოპ 3 მატჩი (პრევიუ)
ლივერპული - ვესტ ჰემი შაბათი, დასაწყისი 19:00

ორივე გუნდი პრემიერლიგაში ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და ეს მატჩი გადამწყვეტი იქნება ამ გუნდებისათვის. ლივერპული შესაძლოა გადაღლილი იყო, რადგან ჩელსისთან გუნდმა 120 წუთი ითამაშა, მაგრამ ფინალის საგზური ვერ მოიპოვეს. ვესტ ჰემმა კი ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში გასვლა მოახერხა. ლივერპულმა ვესტ ჰემს ბოლო 12-დან 10 საშინაო შეხვედრაში მინიმუმ ორი გოლი გაუტანა, ხოლო უკანასკნელ 13 საშინაო შეხვედრაში არ წაუგია ჩაქუჩებთან. მერსისაიდელები პრემიერლიგაში 6 მატჩია არ აგებენ, ხოლო უკანასკნელ სამ საშინაო შეხვედრაში მინიმუმ ორ გოლს უტანენ მეტოქეებს. როგორც იქნა ტრავმა მოირჩინა დანიელ სტარიჯმა და სავარაუდოდ ამ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იქნება. კოლო ტურე აფრიკის თასის გამო ვერ დაეხმარება გუნდს. ამავე მიზეზის გამო ვესტ ჰემს ჩეიხუ კუიატე დააკლდება, ხოლო კოლინზი ტრავმირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული: მინიოლე, სახო, შკრტელი, ჩანი, მორენო, ლუკასი, ჰენდერსონი, მარკოვიჩი, კოუტინიო, ჯერარდი, სტერლინგი

ვესტ ჰემი: ადრიანი, კრესუელი, რიდი, ტომკინსი, ჯენკინსონი, ნოლანი, სონგი, ნობლი, დაუნინგი, ქეროლი, სახო


ბაიერი - დორტმუნდი შაბათი, დასაწყისი 21:30

ბუნდესლიგა მეორე წრით იღებს სტარტს და სეზონის მთავარი იმედგაცრუება - დორტმუნდის ბორუსია ლევერკუზენში ბაიერნს ესტუმრება. ყველა ელოდება, რომ კლოპის შეგირდები აღზევებას მეორე წრეში დაიწყებენ და ამ ყველაფრის დასამტკიცებლად მათ ძალიან ძლიერი მეტოქის დამარცხება მოუწევთ. ბუნდესლიგაში დორტმუნდმა ბოლო 8 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთში მოახერხა მარცხის თავიდან აცილება. ლევერკუზენს ბოლო 13 მატჩია არ წაუგია საკუთარ მოედანზე, ხოლო ბორუსიას 7 გასვლითი მატჩია არ წაუგია ბაიერთან. მასპინძლებს ტრავმის გამო ტინ იედვაი დააკლდება, ხოლო სონ ჰიონ მინი აზიის თასზე იმყოფება. კლოპს კი ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით უფრო სერიოზული პრობლემები აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერი: ლენო, ვენდელი, სპაიჩი, თოფრაქი, ჰილბერტი, კასტრო, ბენდერი, დრმიჩი, ჩალჰანოღლუ, ბელარაბი, კისლინგი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, შმელცერი, ჰუმელსი, სოკრატისი, პიშჩეკი, შაჰინი, გიუნდოგანი, მხითარიანი, როისი, კამპლი, ობამეიანგი


ჩელსი - სიტი შაბათი, დასაწყისი 21:30

პრემიერლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა სტემფორდ ბრიჯზე გაიმართება, სადაც ერთმანეთშ ორი ჩემპიონობისთვის მაძიებელი გუნდი ხვდება ერთმანეთს. ლონდონელებმა მოახერხეს ლიგის თასის ფინალში გაღწევა, ხოლო სიტიმ ჩელსის მსგავსად ინგლისის თასზე სამარცხვინო მარცხი განიცადა. ჩელსის პრემიერლიგაში ბოლო 10 მატჩი აქვს მოგებული და ყოველ მათგანში მინიმუმ ორ გოლს უტანდა მეტოქეებს. ტიბო კურტუამ ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად, ხოლო სიტის 6 მატჩია გასვლით თამაშებში არ წაუგია. დღეს ცნობილი გახდა, რომ დიეგო კოშტა ემრე ჩანთან განზრახ უხეშობის გამო სამი მატჩით დასაჯეს და ეს მოურინიოს გუნდისათვის უდიდესი დანაკლისია. საეჭვოა სესკ ფაბრეგასის და ფელიპე ლუისის თამაში, ხოლო სიტის მხრიდან იაია ტურე და ახალწვეული ვილფრედ ბონი აფრიკის თასზე არიან წასულები. ტრავმირებულია სამირ ნასრი.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი: კურტუა, ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, მატიჩი, რამირესი, აზარი, ოსკარი, ვილიანი, დროგბა

სიტი: ჰარტი, კლიში, მანგალა, კომპანი, ზაბალეტა, ფერნანდო, ფერნანდინიო, მილნერი, სილვა, ნავასი, აგუერო
dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მარტი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031