რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

კუადრადო ახლოს არის “ჩელსიში“ გადასვლასთან
29-01-2015, 20:42
396
Ошибка
კუადრადო ახლოს არის “ჩელსიში“ გადასვლასთან
ინგლისის პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი“ შეუთანხმდა “ფიორენტინას“ კოლუმბიელი ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ.

როგორც მთელი რიგი იტალიური გაზეთები წერენ, “ჩელსიმ“ მოახერხა “ფიორენტინასთან“ კუადრადოს ტრანსფერზე შეთანხმება. როგორც ცნობილი გახდა, ინგლისურ კლუბში ფეხბურთელი 33 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა.

შეთანხმებაში ჟოზე მოურინიომ შესაძლოა გამოიყენოს გარემარბი მოჰამედ სალაჰი. თვითონ კუადრადო უახლოეს პერიოდში გაემგზავრება ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

გავიხსენოთ, რომ ზაფხულში ხუანს უკავშირებდნენ მადრიდის “რეალს“, “ბარსელონასა“ და “მანჩესტერ იუნაიტედს. Sky Sports-მა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი ახლოს არის განხორციელებასთან.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონზე 26 წლის ნახევარმცველმა 17 მატჩი გამართა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა ამდენივე ასისტი.

წყარო: Sportmediaset dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
რაგბის მსოფლიო რეიტინგში ცვლილებებია
0
5507
ახალი ამბები, საქართველო
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მარტი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031