რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

» ახალი ამბები » სამშაბათის TOP-10 სატრანსფერო ჭორი
სამშაბათის TOP-10 სატრანსფერო ჭორი
27-01-2015, 23:54
1336
Ошибка
სამშაბათის TOP-10 სატრანსფერო ჭორი
“იუვენტუსი“ მზად არის პოლ პოგბა 75 მილიონ ფუნტად გაყიდოს. “არსენალი“ ზაფხულში მორგან შნეიდერლინის შეძენას შეეცდება. “რეალი“ რაჰიმ სტერლინგისთვის წინადადებას ამზადებს. ინგლისურ პრესაში სამშაბათს გავრცელებული ჭორ-მართალის მიმოხილვა.

1. “იუვენტუსის“ თავკაცმა მასიმიალიანო ალეგრიმ შეუთვალა “ჩელსისა“ და “მანჩესტერ იუნაიტედს“, რომ მისი კლუბი უარს ვერ იტყვის პოლ პოგბას გაყიდვაზე, თუ 75 მილიონ ფუნტიან წინადადებას მიიღებს. (Metro)

2. “მანჩესტერ სიტი“ მზად არის, რომ თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი გამოიყენოს პოლ პოგბას ტრანსფერში ჩასართავად. (Sky Sport Italia)

3. “იუნაიტედმა“ საბოლოოდ თქვა უარი კევინ სტროოტმანის იანვარში შეძენის იდეაზე იმის შემდეგ, რაც “რომას“ ნახევარმცველმა მუხლის ტრავმა მიიღო. (The Sun)

4. “ჩელსის“ თავდამსხმელი ანდრე შიურლე აგრძელებს მოლაპარაკებებს ტრანსფერთან დაკავშირებით “ვოლფსბურგთან“, ამიტომ არ მიიღებს მონაწილეობას ლიგის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში “ლივერპულის“ წინააღმდეგ. (The Telegrpaph)

5. “მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა “სპორტინგში“ იჯარით გაშვებული ნანის გაყიდვა, მაგრამ შიშობს, რომ მყიდველები არ იქნებიან მოთამაშის მაღალი ხელფასის გამო - 100 ათასი ფუნტი კვირაში. (Manchester Evening News)

6. “არსენალმა“ ზაფხულამდე გადაავადა “საუთჰემპტონის“ ნახევარმცველის, მორგან შნეიდერლინის ტრანსფერი. (Daily Star)

7. “ჩელსიმ“ შეათანხმა კონტრაქტის პირადული დეტალები “ფიორენტინას“ გარემარბ ხუან კუადრადოსთან. (Sky Sport Italia)

8. მადრიდის “რეალი“ 26 მილიონ ფუნტს იხდის “ლივერპულის“ გარემარბ რაჰიმ სტერლინგში, რომელმაც უკვე მეორედ უარყო “წითლების“ წინადადება ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით. (Daily Express)

9. “მანჩესტერ იუნაიტედი“ თანახმაა, რომ ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ გაუშვას. (Sky Sports)

10. “ლივერპულს“ სჭირდება “ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელიც 17 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. (Daily Star) dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ნეიმარის შესანიშნავი პენალტი "სოსიედადის" კარში (ვიდეო)
0
45
ახალი ამბები, ვიდეო, ესპანეთი, ბარსელონა
იტალიური პრესა: დეულოფეუ "მილანში" ითამაშებს
0
29
ახალი ამბები, იტალია, მილანი
ბაიერნი: 80 მილიონი ვერატის სანაცვლოდ?
0
26
ახალი ამბები, გერმანია, ბაიერნი, პსჟ
გამოკითხვა
 

მოგწონთ ახალი დიზაინი?

კი.
არა.
ძალიან მომწონს.

 
 
რეკლამა
კალენდარი
«    იანვარი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031