რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

დღის ორი ტოპ მატჩი (პრევიუ)
27-01-2015, 16:12
593
Ошибка
დღის ორი ტოპ მატჩი (პრევიუ)
მილანი - ლაციო დასაწყისი 23:45

ეს ორი გუნდი ერთმანეთს გასულ უიქენდზეც შეხვდნენ და იქ გამარჯვება მასპინძელ რომაელებს დარჩათ. ჟერემი მენეზის გატანილ გოლს ლაციოს ფეხბურთელებმა სამჯერ უპასუხეს და ინძაგის გუნდი დამარცხებული გაუშვეს მილანში. იმ მატჩში მძიმე დაზიანება მიიღო ელ შაარავიმ, რომელიც ორი თვის მანძილზე გამოაკლდა გუნდს. ლაციოს წინააღმდეგ მილანს ბოლო 14 საშინაო მატჩია არ წაუგია, ხოლო ლაციოს იტალიის თასზე ბოლო სამ მატჩში მინიმუმ სამი გოლი გააქვს მეტოქეთა კარში. ორივე გუნდს უამრავი ფეხბურთელი ჰყავს ლაზარეთში, მაგრამ განსაკუთრებით დასანანია ელ შაარავის ტრავმა.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი: ლოპესი, არმერო, რამი, ალექსი, აბატე, პოლი, მონტოლივო, მუნტარი, მენეზი, პაცინი, ჩერჩი

ლაციო: მარკეტი, კავანდა, ცანა, დე ვრი, ბასტა, პაროლო, ლედესმა, კატალდი, მაური, კლოზე, კანდრევა


ჩელსი - ლივერპული დასაწყისი 23:45

პირველ მატჩში ძალიან დიდი უპირატესობის მიუხედავად, ლივერპულმა ვერ მოახერხა ჩელსის დამარცხება და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. იმ მატჩის შემდეგ ორივე გუნდმა FA თასზე მოულოდნელი შედეგები დააფიქსირეს. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ჩელსის მარცხი საკუთარ მოედანზე ბრედფორდ სიტისთან, რომელმაც 2:0-დან შემოატრიალა თამაში. ლივერპულმა კი ენფილდზე ბოლტონი ვერ დაამარცხა. ორივე გუნდი უძლიერესი შემადგენლობით გამოვა მოედანზე. ჯონ ობი მიკელს მცირე ტრავმა აწუხებს და შესაძლოა მოურინიომ არ გარისკოს მისი დაყენება შემადგენლობაში, ხოლო ლივერპულს აფრიკის თასის გამო კოლო ტურე დააკლდება. ტრავმირებულები არიან ბრედ ჯონსი და ჯონ ფლანაგანი. დანიელ სტარიჯმა როგორც იქნა მოირჩინა ტრავმა და სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი: კურტუა, ლუისი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ფაბრეგასი, მატიჩი, აზარი, ოსკარი, ვილიანი, კოშტა

ლივერპული: მინიოლე, სახო, შკრტელი, ჩანი, მორენო, ჰენდერსონი, ლუკასი, მარკოვიჩი, ჯერარდი, კოუტინიო, სტერლინგი
dle
Реклама
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
"ბაიერნმა" გორეცკა გაიფორმა
0
946
ახალი ამბები, გერმანია, ბაიერნი, შალკე
ქართული გუნდი რუს პარაოლიმპიელებთან 0-5 განადგურდა
0
178
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
ხამეს როდრიგესი წასვლის შემდეგ მადრიდის "რეალს" დასცინის !
0
899
ახალი ამბები, ესპანეთი, რეალი, გერმანია, ბაიერნი
"ლივერპული" "საუთჰემპტონის" ძარცვას აგრძელებს
0
1001
ახალი ამბები, ინგლისი, ლივერპული
ნეიმარი მოთხოვნებს აყენებს
0
1904
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
ჯაბა კანკავას კიევის "დინამო" ეპატიჟება
0
2654
ახალი ამბები, საქართველო
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    ივლისი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31