რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

ანდრე შიურლე და მოჰამედ სალაჰი “ჩელსის“ ტოვებენ
22-01-2015, 22:58
620
Ошибка
ანდრე შიურლე და მოჰამედ სალაჰი “ჩელსის“ ტოვებენ
გერმანელი ნახევარმცველი ანდრე შიურლე “ვოლფსბურგში“ გადასვლას გეგმავს, მოჰამედ სალაჰის შესაძენად კი “რომა“ და “რეალ სოსიედადი“ იბრძვიან.

24 წლის გერმანელმა სეზონის მიმდინარეობის დროს დაკარგა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში და ახლა უნდა, რომ კარიერა სამშობლოში გააგრძელოს. “ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ შიურლეს არ აკლია ფიზიკური მონაცემები ინგლისურ ფეხბურთში წარმატებული თამაშისთვის. მსოფლიო ჩემპიონის გაყიდვით “ლურჯებს“ 35 მილიონი ევროს მიღება სურთ - ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე ინგლისელებმა 2013 წელს გადაუხადეს “ბაიერს“ (22 მლნ.).

22 წლის სალაჰი მიმდინარე სეზონში მინდორზე პრაქტიკულად არ გვინახავს. აქამდე “რომა“ ეგვიპტელის იჯარით დასამატებლად 1.5 მილიონ ევროს უხდიდა “ჩელსის“ იმ პირობით, რომ ზაფხულში მოთამაშის გამოსყიდვას მოახერხებდა 15 მილიონ ევროდ. ხუთშაბათს ორივე კლუბის ხელმძღვანელობას შორის გაიმართა შეხვედრა, რომელის დეტალებიც ჯერ არ არის გახმაურებული.

როგორც Daily Mail იტყობინება, რომაელები მზად არიან შეებრძოლონ “რეალ სოსიედადის“ მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესს, რომელსაც ასევე სურს სალაჰის იჯარით დამატება. ნახევარმცველის შეძენით ასევე დაინტერესებულია “მონაკო“, მაგრამ ფრანგული კლუბის წარმომადგენლები ჯერჯერობით პასიურობენ.

წყარო: Daily Mail dle
Реклама
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
"ბაიერნმა" გორეცკა გაიფორმა
0
911
ახალი ამბები, გერმანია, ბაიერნი, შალკე
ქართული გუნდი რუს პარაოლიმპიელებთან 0-5 განადგურდა
0
177
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
ხამეს როდრიგესი წასვლის შემდეგ მადრიდის "რეალს" დასცინის !
0
885
ახალი ამბები, ესპანეთი, რეალი, გერმანია, ბაიერნი
"ლივერპული" "საუთჰემპტონის" ძარცვას აგრძელებს
0
988
ახალი ამბები, ინგლისი, ლივერპული
ნეიმარი მოთხოვნებს აყენებს
0
1877
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
ჯაბა კანკავას კიევის "დინამო" ეპატიჟება
0
2626
ახალი ამბები, საქართველო
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    ივლისი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31