რეკლამა
Реклама
რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

საიტის ტეგები
Реклама
მადლობა, კაპიტანო!
9-01-2015, 14:34
720
Ошибка
მადლობა, კაპიტანო!
ლივერპული დიდ კაპიტანს ემშვიდობება. რამდენიმე წლის წინ ამ სიტყვების შემდეგ ყველას აზრად მოუვიდოდა, რომ ჯერარდი კარიერას ასრულებს, მაგრამ ლივერპულის კაპიტანი სათამაშოდ ამერიკაში გადადის. უკვე ოფიციალურია, რომ სტივი ჯი ივლისიდან ლოს ანჯელეს გელექსის ფეხბურთელი გახდება და იქ შეეცდება წარმატების მიღწევას. მსოფლიოში ლივერპულს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ ამ ფეხბურთელს კიდევ უფრო მეტი ქომაგობს და ბევრს სწორედ მის გამო უყვარს ლივერპული.



ჯერარდზე და მის კაპიტნობაზე პირველი, რაც ხალხს თვალწინ უდგას, არის 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც მისმა გუნდმა არანორმალური თამაში შემოატრიალა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ 3:0 იყო ანგარიში მილანის სასარგებლოდ, მაგრამ ლივერპულის ფანები სიმღერით ამხნევებდნენ საკუთარ გუნდს. სტივენ ჯერარდი კი გასახდელში მოუწოდებდა გუნდს გამხნევებისკენ. ჯიბრილ სისეს აქვს ნათქვამი, რომ ჯერარდმა რაფა ბენიტესს ორი წუთით სთხოვა გასახდელის დატოვება, რათა თავად ეთქვა რამდენიმე სიტყვა ფეხბურთელებისთვის. როგორც ყველამ დაინახა კაპიტანმა ფანტასტიკამ, ფანტასტიკური შემართებით გამოიყვანა გუნდი და ევროპის საუკეთესო დაცვის მქონე გუნდს 6 წუთში გაუტანა სამი გოლი და კარლო ანჩელოტის სერიოზული საფიქრალი გაუჩინა. მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ცეკვა-ცეკვით დუდეკმა გმირის წოდება მოიპოვა და ლივერპული საოცნებო თასს დაეუფლა. ეს იყო სტივენ ჯერარდის დღე. დღე, როდესაც მსოფლიომ კიდევ ერთი უდიდესი კაპიტანი გაიცნო და ის მხოლოდ 25 წლის იყო. ჯეიმი კარაგერი, ჩაბი ალონსო, სამი ჰიიპია, იეჟი დუდეკი - აი ეს იყო ნამდვილი ლივერპული, რომელსაც ყველაფერი შეეძლო.

მადლობა, კაპიტანო!


სამწუხაროა, მაგრამ სტივი ჯი ლივერპულს პრემიერლიგის მედალის გარეშე დატოვებს. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ ზოგიერთი კლუბის გულშემატკივრები ამის შესახებ მღერიან და იცინიან. მსოფლიოს უამრავი უგვირგვინო მეფე ჰყავდა და ჯერარდის შეგვიძლია მათ რიცხვს მივაკუთვნოთ, მაგრამ მან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი ითამაშა და გაიმარჯვა. 2007 წელს მას კიდევ ერთხელ ჰქონდა ამ ტიტული მოპოვების შანსი, მაგრამ მაშინ მილანმა რევანში აიღო და მეშვიდედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს.

სტამბულის ლეგენდარული ფინალიდან 10 წლის შემდეგ, სტივი დატოვებს ლივერპულს, მაგრამ მის ფანებს ყოველთვის ემახსოვრებათ დიდი რვიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ლივერპულის ისტორიაში. ლივერპულს კი მისი სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა ძალიან გაუჭირდება და შესაძლოა ეს არც კი მოხდეს. ახლა კი ჯერარდის საკაპიტნო მემკვიდრეობა ჯორდან ჰენდერსონს გადაეცემა. დიდ კაპიტანს კი ყველა ემშვიდობება. მადლობა, კაპიტანო!

აჩი სუხიაშვილი, სპეციალურად Fexburti.Ge-სთვის.
dle
Реклама
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
Реклама
რეკლამა
დღის სიახლეები
გიორგი არაბიძე წინ მიიწევს
0
4071
ახალი ამბები, საქართველო
კრიშტიანო რონალდოს ნეიმარი შეცვლის
0
1187
ახალი ამბები, საქართველო
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    ნოემბერი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930