რეკლამა
Реклама
რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

საიტის ტეგები
Реклама
ენდი გრეი: "ბრენდან როჯერსს ტოპ-კლასის მოთამაშეებთან მუშაობის ეშინია"
8-01-2015, 15:27
632
Ошибка
ენდი გრეი:
შოტლანდიისა ექვს-ფორვარდმა, ენდი გრეიმ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი სტივენ ჯერარდის გუნდიდან გაშვების გამო გააკრიტიკა.

"ასტონ ვილას", "ვულვერჰემპტონის", "ვესტ ბრომვიჩისა" და "ევერტონის" ყოფილმა ფეხბურთელმა "წითლების" თავკაცზე საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ სტივს არასწორად მოექცნენ. როგორ შეიძლება დაფიქრდე სტივენ ჯერარდის კონტრაქტის თაობაზე? ის, რაც ინგლისელმა ნახევარმცველმა "ლივერპულს" გაუკეთა, უბრალოდ წარმოუდგენელია,"-განუცხადა გრეიმ talkSPORT-ს.

"სიტუაცია "რეალთან" მატჩამდე აირია. როგორ შეიძლება, იყო 34 წლის, გქონდეს "ბერნაბეუზე" თამაშის საშუალება და შენ სტივი ჯი სათადარიგოთა სკამზე დასვა".

ენდი გრეი: "ბრენდან როჯერსს ტოპ-კლასის მოთამაშეებთან მუშაობის ეშინია"


"ვიცი, რომ ჯერარდმა სახალხოდ სიმშვიდე შეინარჩუნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სტივი იყო გაბრაზებული, რადგან "რეალის" წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება არ მისცეს,"-განაცხადა შოტლანდიელმა.

"უფრო მეტიც, სტივენ ჯერარდი "ლივერპულისთვის" ფეხბურთელზე მეტი იყო. მას შეეძლო თავის დროზე გადასულიყო გრანდში, სადაც თამაშს მოისურვებდა, მაგრამ მისი საუკეთესო წლები სწორედ მერსისაიდულ გუნდს შეალია".

საინტერესოა, რომ ენდი გრეიმ ბრენდან როჯერსს განუცხადა, რომ ჩრდილო-ირლანდიელ სპეციალისტს ტოპ-კლასის მოთამაშეებთან მუშაობის ეშინია. dle
Реклама
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
Реклама
რეკლამა
დღის სიახლეები
გიორგი არაბიძე წინ მიიწევს
0
4069
ახალი ამბები, საქართველო
კრიშტიანო რონალდოს ნეიმარი შეცვლის
0
1187
ახალი ამბები, საქართველო
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    ნოემბერი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930