რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

დღის სატრანსფერო ჭორები და პრესის მიმოხილვა
13-08-2014, 17:41
1058
Ошибка
დღის სატრანსფერო ჭორები და პრესის მიმოხილვა
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ოთხშაბათს პრესაში გავრცელებულ საუკეთესო ინფორმაციებს.

“მანჩესტერ იუნაიტედი“ 80 მილიონი ფუნტით სამი ახალწვეულის დამატებას გეგმავს. ლუი ვან გაალს სურს მადრიდის “რეალიდან“ ანხელ დი მარია, ლისაბონის “სპორტინგის“ მცველი მარკოს როხო და ჩვენთვის კარგად ნაცნობი “აიაქსის“ ფეხბურთელი დელი ბლინდი. (Daily Mail)

“კრისტალ პალასის“ ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წევრი, სტივ სპლეში გუნდში უილფრიდ ზაჰას დაბრუნებას აპირებს. (London Evening Standard)

არსენ ვენგერს გუნდის გაძლიერებისათვის ბერძენი მცველი, კოსტას მანოლასი ჰყავს შერჩეული. (Daily Mirror)

“ტოტენჰემში“ როგორც ჩანს სერიოზული ცვლილებებია დაგეგმილი. გუნდი მზად არის სარფიანი წინადადების შემთხვევაში ჩამოთვლილ 11 ფეხბურთელს შეელიოს: თაუნსენდი, ლენონი, სოლდადო, დოუსონი, ასუ-ეკოტო, ნოუტონი, ჩირიჩისი, სანდრო, კაპუე, შადლი და დემბელე. (Daily Telegraph)

“საუთჰემპტონი“ ახლოს არის “ჰალ სიტის“ ფორვარდ, შეინ ლონგის 12 მილიონ ფუნტად გადაბირებასთან. (Daily Mirror)

“ევერტონი“ და “საუთჰემპტონი“ არიან პრემიერლიგის ბოლო კლუბები, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს “პარმას“ მოთამაშის, ჯონათან ბიაბიანის დასამატებლად. (Daily Express)

არტურ ბორუჩი მზად არის “საუთჰემპტონის“ დასატოვებლად მას შემდეგ, რაც კლუბის პირველი ნომერი მეკარე გახდა 10 მილიონ ფუნტად შეძენილი ფრეიზერ ფორსტერი. (Daily Star)

კოლუმბიელი ნახევარმცველი კარლოს სანჩესი სეზონის დაწყებამდე სავარაუდოდ “ასტონ ვილას“ შეუერთდება. სანჩესის აგენტი დიეგო მორინო უკვე ბირმინგემშია ჩასული, რათა ადგილობრივ გუნდთან კონტრაქტის დეტალებზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ მას შემდეგ, რაც “ვილელებმა“ დაამარცხეს ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “ქპრ“ და “ევერტონი“. (Daily Mirror)

ჩავი გარსია ახლოს არის “მანჩესტერ სიტიდან“ წასვლასთან. ფეხბურთელს უკავშირებენ რუსულ “ზენიტს“, რომელიც დაახლოებით 13 მილიონ ფუნტს იხდის. (Guardian)

“მანჩესტერ სიტის“ მცველი კარიმ რეკიკი იჯარის წესით ჰოლანდიურ პსვ-ში დაბრუნდება. (Daily Mail) dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მარტი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031