ნოიერს პენალტების სერიის „შპარგალკა“ აღმოუჩინეს

image
ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებთა შორის დაფიქსირებულმა გამანადგურებელმა ანგარიშმა „ბუნდესმანშაფტის“ მეკარეს, მანუელ ნოიერს პენალტების სერიისთვის მომზადებული ე.წ „შპარგალკის“ გამოყენების საშუალება არ მისცა.

საქმე ეხება გასული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს, სადაც გერმანელებმა მასპინძელი ბრაზილიელები 7:1 გაანადგურეს და საქმე ძირითად დროში მოამთავრეს.

როგორც სჩანს, გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელს, ანდრეას კიოპკეს შესაძლო პენალტების სერიის დანიშვნისთვის „შპარგალკა“ ჰქონდა გამზადებული, სადაც მეტოქე ფეხბურთელების პენალტების შესრულების თავისებურებები იყო აღწერილი.

კიოპკეს ვარაუდით, ბრაზილიელები პენალტების სერიას ასე შეასრულებდნენ:

- ჰალკი: მარცხენა ფეხი, ნელი გამორბენი, მარჯვნივ
- დავიდ ლუიზი: მარჯვენა ფეხი, სწრაფი გამორბენი, მარცხენა მაღალი კუთხე
- ფრედი: მარცხენა ფეხი, ნელი გამორბენი, პაუზით მარჯვნივ
- დანი ალვეში: მარჯვენა ფეხი, ცენტრში, არ გაინძრე
- ერნანდესი: მარჯვენა ფეხი, ნელი გამორბენი, პაუზით მარჯვნივ
- ოსკარი: მარჯვენა ფეხი, არ იხედება დარტყმის წინ
- ვილიანი: მარჯვენა ფეხი, ნელი გამორბენი, მერყეობს, ელოდე მარცხნივ

ფურცელი, რომელზეც „ცნობარი“ იყო დაწერილი, ბრაზილია-გერმანიის მატჩის შემდეგ ტელეარხ Sport—TV ჟურნალისტმა გერმანიის ნაკრების გასახდელში აღმოაჩინა.

ნოიერს პენალტების სერიის „შპარგალკა“ აღმოუჩინეს
dle

26-12-2014, 20:35 2860
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით