რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

დღის ტოპ 4 მატჩის პრევიუ
17-12-2014, 14:59
944
Ошибка
დღის ტოპ 4 მატჩის პრევიუ
დღეს ევროპის ოთხ ქალაქში ძალიან საინტერესო მატჩები გაიმართება. ბუნდესლიგის ტურიდან გამორჩეულია მოულოდნელი აუტსაიდერის - დორტმუნდის და მოულოდნელი ერთ-ერთი ლიდერის - ვოლფსბურგის დაპირისპირება. ჰოლანდიის ერედივიზიონში ერთმანეთს ორი ტიტანი - ფეიენოორდი და პსვ შეერკინებიან, ხოლო ინგლისში კეპიტალ თასზე ორი დარჩენილი მეოთხედფინალი გაიმართება.


დორტმუნდი - ვოლფსბურგი დასაწყისი 23:00

ბორუსიელებმა ბოლო სამი შეხვედრიდან ორში წააგეს და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს ამ მატჩებში. ვოლფსბურგი კი მეორე ადგილზე იმყოფება და ძნელად სავარაუდოა, რომ ჩემპიონობისთვის გაიბრძოლოს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის აუცილებლად იბრძოლებენ. ვოლფსბურგის წინააღმდეგ, ბოლო 9 შეხვედრიდან 8-ში დორტმუნდმა მინიმუმ ორჯერ შეძლო თავისი მეტოქის დამწუხრება. ეს ყველაფერი წარსულია, ხოლო მიმდინარე სეზონში მგლებს ბუნდესლიგაში ბოლო 10-დან მხოლოდ ერთი მატჩი აქვთ წაგებული და ბოლო 4 გასვლით შეხვედრებში მეტოქეებს მინიმუმ ორ გოლს უტანდა. კლოპის გუნდს მიმდინარე სეზონში დიდი პრობლემები აქვს ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით და დღეს მის განკარგულებაში არ იქნებიან მარკო როისი, ჰენრიკ მხითარიანი, დონგ ვონ ჟი და სოკრატისი, ხოლო ვოლფსბურგს პატრიკ ოხსი და ფელიპე ლოპესი დააკლდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი: ლანგერაკი, შმელცერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, პიშჩეკი, კელი, ობამეიანგი, ბენდერი, გიუნდოგანი, ბლაშჩიკოვსკი, იმობილე
ვოლფსბურგი: ბენალიო, როდრიგესი, კნოხე, ნალდო, იუნგი, გუსტავო, გილავოგი, პერიშიჩი, დე ბრუინე, ვიეირინია, ოლიჩი


პსვ - ფეიენოორდი დასაწყისი 23:45

უდავოდ, ეს არის დღის ცენტრალური მატჩი, სადაც ერთმანეთს ჰოლანდიური ფეხბურთის ორი ტიტანი შეებრძოლება. ფეიენოორდს 13 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს გასვლით მატჩებში და აუცილებლად შეეცდება ამ სერიის გაგრძელებას ფილიპს სტედიუმზე. ბოლო გუნდი, რომელმაც პსვ მისსავე მოედანზე დაამარცხა, სწორედ ფეიენოორდი იყო. როტერდამელებს არასდროს დაავიწყდებათ ის საშინელი და სამარცხვინო წაგება, რომელიც ეინდჰოვენელებმა აგემეს - 10:0. პსვ-მ საკუთარ მოედანზე ბოლო 8 თამაში მოიგო და აქედან 6-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა, 7-ში კი მეტოქეებს მინიმუმ ორი გოლი გაუტანა. ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ფეიენოორდს ბოლო სამი მატჩი აქვს მოგებული პსვ-სთვის და ამ მატჩებში მინიმუმ ორ გოლს უტანდა თავის მოსისხლე მტერს. ფილიპ კოკუს გუნდს ოსკარ ჰილჟემარკი ვერ დაეხმარება, ხოლო ფრედ რუტენს იენს ტოორნსტრა და იორის მატიისენი.

სავარაუდო შემადგენლობები

პსვ: ზოეტი, ვილემსი, რეკიკი, ბრუმა, არიასი, გუარდადო, ვიინალდუმი, მაჰერი, დეპაი, დე იონგი, ნარსინგი
ფეიენოორდი: ვერმეერი, ნელომი, კონგოლო, ვან ბეეკი, უილკშირი, ელ აჰმადი, კლასი, მანუ, იმერსი, ბოეთიუსი, კაზიმ-რიჩარდსი


ტოტენჰემი - ნიუკასლი დასაწყისი 23:45

ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში პრემიერლიგის ორი წარმომადგენელი შეხვდება ერთმანეთს. სწორედ მათი დაპირისპირებაა ალბათ ყველაზე საინტერესო ამ ეტაპზე. მასპინძლებს ერიკ დაიერი და ემანუელ ადებაიორი ვერ დაეხმარებიან, მაგრამ მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აი ნიუკასლს კი უამრავი ფეხბურთელი ჰყავს ლაზარეთში. სანტონი, აარონსი, დე იონგი, კრული, ობერტანი, ელიოტი, აბეიდი და ტეილორი - ეს ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან, ხოლო დისკვალიფიცირებულია დერილ იანმაატი.

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი: ლიორისი, როუზი, ვერტონგენი, ქაბული, ნაუტონი, დემბელე, ბენტალები, ერიქსენი, ლამელა, ჩადლი, სოლდადო
ნიუკასლი: ოლნუიქი, დამეტი, კოლოჩინი, ს.ტეილორი, ჰაიდარა, კოლბეკი, ტიოტე, ამეობი, სისოკო, კაბელია, სისე


ბორნმუთი - ლივერპული დასაწყისი 23:45

ბორნმუთი ამ მომენტისათვის ინგლისის ჩემპიონშიპის ლიდერები არიან და ბოლო ტურში კარდიფს 5:3 მოუგეს და 12 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. ამ 12 შეხვედრაში მათ 9-ჯერ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და ლივერპულს ნამდვილად არ ელის მარტივი შეხვედრა. ლივერპულს კი სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და იუნაიტედთაან განადგურება შესაძლოა მძიმედ გადაიტანონ. მასპინძლებს ამ მატჩში არ ჰყავთ ტრავმირებული ფეხბურთელი, ხოლო ლივერპულს სუსო, ფლანაგანი, ჯონსონი და სტარიჯი ვერ დაეხმარებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ბორნმუთი: ბორუცი, დანიელსი, კუკი, ელფიკი, ფრენსისი, პიუ, არტერი, სურმენი, რიჩი, პიტმენი, უილსონი
ლივერპული: ჯონსი, ენრიკე, სახო, ტურე, მანკილიო, ჰენდერსონი, ჩანი, კოუტინიო, მარკოვიჩი, სტერლინგი, ბალოტელი dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
მაიკლ ჯორდანი:"იმედია, ზაზა ფაჩულია ამის შემდეგ მაინც..."
0
8699
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
"ბარსელონას" ფეხბურთელი:"იმედია, ნეიმარი კავანს თავ-პირს დაამტრევს"
0
577
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
მესის პირველი კომენტარი:"ცალფეხა ნეიმარიც კი სულ..."
0
9776
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, ესპანეთი, ბარსელონა
კოშტას ბედი გადაწყდა
0
744
ახალი ამბები
პოგბას ცეცხლოვანი ცეკვა გასახდელში
0
256
ახალი ამბები, ინგლისი, მანჩესტერი
პაულინიო - ყველაზე უიღბლოდან უმაღლეს დონემდე
0
10238
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    სექტემბერი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930