ალბანელები ქუთაისელები არაკაცობაში ადანაშაულებენ - რა მოხდა, რამაც სრულიად საქართველო აღაშფოთა?!

image
ალბანელები ქუთაისელები არაკაცობაში ადანაშაულებენ - რა მოხდა, რამაც სრულიად საქართველო აღაშფოთა?!

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქეს ალბანურ „კუკეშის“ რამდენიმე ფეხბურთელს საქართველოს ვიზა არ მისცეს.

ალბანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ საქართველოს საკონსულომ მათ ოთხ ფეხბურთელს ვიზა არ მისცა და ამაში "ტორპედოს" ადანაშაულებდნენ. ესენია: რეჯინალდო მოზამბიკიდან, ფატჯონ მალოკუ კოსოვოდან, ვალონ ეტემი და ედის მალიქი მაკედონიიდან.

„კუკეშის“ ფეხბურთელების სავიზო პრობლემები გამოიწვია იმან, რომ კოსოვოს საქართველო არ აღიარებს და შესაბამისად გუნდის კოსოვოელ ფეხბურთელს უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე. თუმცა კლუბის ჩარევის შემდეგ მოხერხდა ფეხბურთელის საქართველოში შემოშვება.

ანალოგიური პრობლემაა საქართველოში მოზამბიკის მოქალაქეების შემოსვლაზეც. რაც შეეხება მაკედონიელებს, ეს ფეხბურთელები თავდაპირველ სიაში არ იყვნენ და მათთვის ვიზის გაცემა ვერ მოესწრო.

ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის "ტორპედომ" "ქრონიკასთან" განცხადება არ გააკეთა.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსა“ და ალბანურ „კუკეშს“ შორის 9 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

imedinews dle

8-08-2018, 21:00 1891
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით