რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

დღის სამი ტოპ მატჩი (პრევიუ)
2-12-2014, 14:25
891
Ошибка
დღის სამი ტოპ მატჩი (პრევიუ)
დღეს პრემიერლიგის ორი, ხოლო ერედივიზიონის ერთი გამორჩეული მატჩი გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ ჰოლანდიაში გასამართი მატჩი იწვევს, სადაც ერთმანეთს პსვ ეინდჰოვენი და როტერდამის ფეიენოორდი დაუპირისპირდებიან. ინგლისში კი დღეს მხოლოდ ორი გრანდი ითამაშებს ლივერპულისა და იუნაიტედის სახით. სამწუხაროდ სამივე მატჩი ერთ დროს იწყება და მაყურებელს არჩევანის გაკეთება გაუჭირდება.

პსვ - ფეიენოორდი დასაწყისი 23:45

ორივე გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და სასიხარულოა, რომ ერთმანეთს ასეთ დროს ხვდებიან. ფეიენოორდს 12 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს გასვლით მატჩებში და 13-მდე გაზრდას თავის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან შეეცდებიან, რომლებიც ამჟამად ერედივიზიონს ლიდერობენ. ბოლო გუნდი, რომელმაც ეინდჰოვენში სამი ქულა აიღო, სწორედ ფეიენოორდი იყო. მასპინძლებს ამ მატჩში ოსკარ ჰილჟემარკი ვერ დაეხმარება, ხოლო სტუმრებს იორის მატიისენი და ლიუკ უილკშირი.

სავარაუდო შემადგენლობები

პსვ: ზოეტი, ვილემსი, რეკიკი, ბრუმა, არიასი, ვიინალდუმი, გუარდადო, მაჰერი, დეპაი, დე იონგი, ნარსინგი

ფეიენოორდი: ვერმეერი, ნელომი, კონგოლო, ვან ბეეკი, კარსდორპი, ელ აჰმადი, კლასი, ბოეთიუსი, იმერსი, ტოორნსტრა, კაზიმ-რიჩარდსი


იუნაიტედი - სტოკი დასაწყისი 23:45

იუნაიტედმა სამმატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო და ამის შედეგად გუნდი ოთხეულში შევიდა. მოგებათა სერიის ოთხამდე გაზრდას ისინი სტოკთან შეეცდებიან, რომლებმაც ოლდ ტრაფორდზე ბოლო 6 მატჩი წააგეს. სტოკმა გასულ ტურში ლივერპულთან წააგო და ეს იყო მათი პირველი შემთხვევა მიმდინარე სეზონში, როდესაც გუნდმა ზედიზედ ორი ერთნაირი შედეგით დაამთავრა მატჩები. ორივე გუნდს უამრავი პრობლემა აქვს შემადგენლობასთან დაკავშირებით და ამას ისიც ემატება, რომ საეჭვოა უეინ რუნის თამაში, თუმცა დიდი ალბათობით გუნდის კაპიტანი ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

სავარაუდო შემადგენლობები

იუნაიტედი: დე ხეა, იანგი, როხო, სმოლინგი, ვალენსია, მატა, კერიკი, ფელაინი, რუნი, ვან პერსი, ფალკაო

სტოკი: ბეგოვიჩი, პიტერსი, უილსონი, შოუკროსი, კამერონი, ნზონზი, ადამი, არნაუტოვიჩი, ბოიანი, უოლტერსი, დიუფი


ლესტერი - ლივერპული დასაწყისი 23:45

ლესტერმა ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და ამის გამო გუნდი პრემიერლიგის ბოლო ადგილამდე დაქვეითდა. ასევე ცუდ ფორმაშია ლივერპულიც, რომელმაც წინა ტურში სტოკთან ერთადერთი გამარჯვება მოიპოვა ნოემბრის თვეში. ზედიზედ მეორე მატჩის მოსაგებად ლივერპულს "კარგი" მეტოქე ჰყავს და სავარაუდოდ მერსისაიდელები ამ მატჩშ სამ ქულას აიღებენ. პრემიერლიგაში ლივერპულის ბოლო 13 გასვლიდან 12-ში ტოტალიზატორის ენით "მეტობა" ჯდებოდა. მელიებს ამ შეხვედრაში დინ ჰემონდი და მეტიუ აპსონი დააკლდებიან, ხოლო ლივერპულელებს ჯონ ფლანაგანი, სუსო, მამადუ სახო, დანიელ სტარიჯი და მარიო ბალოტელი.

სავარაუდო შემადგენლობები

ლესტერი: შმეიხელი, კონჩესკი, ვასილევსკი, მორგანი, დე ლაეტი, შლუპი, კამბიასო, ჯეიმსი, მაჰრეზი, ვარდი, ულოა

ლივერპული: მინიოლე, ჯონსონი, ტურე, შკრტელი, მანკილიო, ჰენდერსონი, ჯერარდი, სტერლინგი, კოუტინიო, ლალანა, ლამბერტი dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
მაიკლ ჯორდანი:"იმედია, ზაზა ფაჩულია ამის შემდეგ მაინც..."
0
8698
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
"ბარსელონას" ფეხბურთელი:"იმედია, ნეიმარი კავანს თავ-პირს დაამტრევს"
0
577
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
მესის პირველი კომენტარი:"ცალფეხა ნეიმარიც კი სულ..."
0
9776
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, ესპანეთი, ბარსელონა
კოშტას ბედი გადაწყდა
0
744
ახალი ამბები
პოგბას ცეცხლოვანი ცეკვა გასახდელში
0
256
ახალი ამბები, ინგლისი, მანჩესტერი
პაულინიო - ყველაზე უიღბლოდან უმაღლეს დონემდე
0
10238
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    სექტემბერი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930