“რეალმა“ კეილორ ნავასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

image
მადრიდის “რელმა“ კონტრაქტის პერსონალური დეტალების შეთანხმება მოახერხა “ლევანტესა“ და კოსტა-რიკის ნაკრების გოლკიპერ, კეილორ ნავასთან.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, AS იტყობინება, რომ 27 წლის ფეხბურთელი სამეფო კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ახლა მადრიდელებს მოუწევთ მიიღონ გადაწყვეტილება გუნდიდან ერთ-ერთი მეკარის გაშვებაზე - დარჩება იკერ კასილიასი ან დიეგო ლოპესი. ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნავასის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა გერმანული “ბაიერნი“, თუმცა, “რეალი“ შეუვალი აღმოჩნდა.

წინა სეზონში პრიმერას ეგიდით გამართულ 37 მატჩში ნავასმა 39 ბურთი გაუშვა - მშრალად კარის შენახვა კი 17-ჯერ მოახერხა. ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც კოსტა-რიკის ნაკრები მეოთხედფინალამდე გავიდა, მეკარემ ორი გოლი გაუშვა ხუთ შეხვედრაში და გახდა “ოქროს ხელთათმანის“ პრემიის ნომინანტი. dle

24-07-2014, 12:31 1818
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით