ყველაზე საშინელი ინფორმაცია ლევან გორგაძისა და სუმოს გულშემატკივრებს » საფეხბურთო საიტი

ყველაზე საშინელი ინფორმაცია ლევან გორგაძისა და სუმოს გულშემატკივრებს

image
ყველაზე საშინელი ინფორმაცია ლევან გორგაძისა და სუმოს გულშემატკივრებს..

იაპონური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან გორგაძე ვერც საზაფხულო ტურნეში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტარტს 29 ივლისს იღებს და 26 აგვისტოს ტოკიოში სრულდება.

მიუხედავად იმისა, რომ ლევანს სურდა ამ ტურნეში მონაწილეობის მიღება, როგორც ჩანს ეს მაინც შეუძლებელია. ტოჩინოშინისგან განსხვავებით, საზაფხულო ტურნეში დიდ სუმოს სამივე იოკოძუნა დაუბრუნდება ( ჰაკუჰო, კაკარიუ, კისენოსოტო ).

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა ტრავმა ნაგოია ბაშოზე მიიღო, როდესაც ტამავაშისთან დაპირისპირებისას მყესი გაიწყვიტა. ლევანს დიდი შანსი ჰქონდა, რომ ჩემპიონი გამხდარიყო, რადგან არცერთი იოკოძუნა არ ასპარეზობდა ამ ბაშოზე. dle


29-07-2018, 10:27 1284
კომენტარები
შემოგვიერთდით