რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

» ახალი ამბები » როგორ "გადააგდო" სომხურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი
როგორ "გადააგდო" სომხურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი
6-08-2014, 23:45
1101
Ошибка
როგორ
რუსთავის "მეტალურგში" ბევრი რამ უნდა გარკვეულიყო. ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბის ახალი ხელმძღვანელი ვალერი ქოქიაშვილი შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო, საბოლოო პასუხი უნდა ეთქვათ, დარჩებოდნენ თუ არა გუნდში.

5 აგვისტოს საღამოს, რუსთავული კლუბი წვრთნას რომ მორჩა, "მეტალურგის" დამრიგებელს ვალერი კილასონიას შევეხმიანეთ.

- ფეხბურთელთა ოთხმოცდაათმა პროცენტმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. მეც ვრჩები. ვიცი, რთული იქნება, მაგრამ ყველამ თავი უნდა დავდოთ იმისთვის, რომ "მეტალურგი" უმაღლესი ლიგიდან არ გავარდეს.

- ძირითად ბირთვს ინარჩუნებთ?
- კი, ასეა. ფეხბურთელების უმრავლესობა რუსთაველია და მათ გადაწყვიტეს, ამ რთულ დროს გვერდით დაუდგნენ მშობლიურ ქალაქს. გვაიმედებენ, რომ დეკემბრიდან უკეთესი სიტუაცია იქნება. მოკლედ, ვნახოთ. ჯერ რა რესურსიც გვაქვს, იმით უნდა ვიბრძოლოთ.

- რომელიმე მოთამაშის დამატებას თუ აპირებთ?
- ჩვენთან ვარჯიშობდა კობა შალამბერიძე, მაგრამ დღეს აღარ მოსულა ვარჯიშზე. როგორც ჩანს, ის არ დააკმაყოფილა ახალი ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულმა პირობებმა. ორ დღეში გვეტყვის პასუხს დენის დობროვოლსკი. თუ ის დავიმატეთ, ძალიან კარგი იქნება.

- ვინ?
- ნუ გიკვირთ, დენის დობროვოლსკი.

- მას ორჯერ ვესაუბრეთ და ვიცით, რომ უკვე კონტრაქტი აქვს სომხურ "განძასართან"...
- დენისს რაც მოუვიდა, ალბათ ერთეულებს თუ მოსვლიათ. კონტრაქტი გააფორმა "განძასართან" და ზედ ჩემპიონატის დაწყების წინ უთხრეს, აღარ გვჭირდები, სხვა მოვიყვანეთ შენ მაგივრადო.

- ფეხბურთელს კონტრაქტი ხომ იცავს?
- უთხრეს, ეს კონტრაქტი კი არა, ფარატინა ქაღალდია, სადაც გინდა, იქ იჩივლე, არსადაა რეგისტრირებული და ძალაც არ ექნებაო.

- ასეთი რამეები თუ ევროპულ ქვეყანაში ხდებოდა, ვერ წარმოვიდგენდით...
- ვერც მე. დობროვოლსკი უწესიერესი ადამიანია. წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა.

- რას სთავაზობს კლუბის ახალი ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს?
- ხელფასი ხუთასიდან ათას ლარამდე იქნება. რამდენიმე ფეხბურთელს ცოტა მეტიც ექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო", Sportall.GE dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
გამოკითხვა
 

მოგწონთ ახალი დიზაინი?

კი.
არა.
ძალიან მომწონს.

 
 
რეკლამა
კალენდარი
«    იანვარი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031