რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

უმაღლესი ლიგა. "დინამომ" "ზუგდიდი" დაამარცხა, უხვგოლიანი შეხვედრა იმერეთში
22-11-2014, 16:10
1152
Ошибка
უმაღლესი ლიგა.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს რიგით 26-ე უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრები.

"ზუგდიდი"(ზუგდიდი) 1-2 "დინამო"(თბილისი)

დასრულდა რიგითი ტურის შეხვედრა "განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც თბილისის "დინამომ" ადგილობრივი "ზუგდიდი" მინიმალური ანგარიშით, 1-2 დაამარცხა. სტუმრები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ. მთელი 90 წუთის მანძილზე, ბურთზე კახა გოგიჩაიშვილის შეგირდები იყვნენ გაბატონებულნი, მაგრამ მათ მომენტების გოლად გარდასახვა პირველად მხოლოდ 70'-ე წუთზე შეძლეს. გოლი ზუგდიდელთა კარში გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა. . თბილისელთა ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა მასპინძელთა კარის აღება მეორეჯერ '88-ე წუთზე შეძლო. მატჩს წერტილი 90'-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა, ლომიამ დაუსვა.

"ბაია": თევდორაძე, წურწუმია, ეხვაია, მირცხულავა(ლომაია 40), რიგვავა, ფანჯიკია(კუკავა 68), ტყემალაძე, ლომია, აკობია, ღონღაძე, კობერიძე.

"დინამო": მიგინეიშვილი, გველესიანი, პაპავა(ჩისკო 69), ცინცაძე, შერგელაშვილი, პაპუნაშვილი(ლობჟანიძე 75), ჩირგაძე, პარუნაშვილი, კაკაბაძე, ჭანტურია, საბანაძე(საჯაია 90).

გაფრთხილება: ღონღაძე, ტყემალაძე, რიგვავა - პაპუნაშვილი, საჯაია.


"ტორპედო"(ქუთაისი") 3-3 "ზესტაფონი"(ზესტაფონი")

დასრულდა უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის მატჩიჩ "გივი კილაძის სახელობის" სტადიონზე, სადაც უხვგოლიან მატჩში, ქუთაისის "ტორპედომ" და ზესტაფონის "ზესტაფონმა" გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. სტუმრებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს. ზესტაფონელთა შეტევა მესამე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა გოლით დააგვირგვინა. ქუთათურებმა წონასწორობის აღდგენა მე-19 წუთზე შეძლეს. გოლით ოთარ მამასახლისი გამოირჩა. გოლიდან ზუსტად ოთხ წუთში, გია გეგუჩაძის შეგირდები კვლავ წინ გავიდნენ. ამჯერად, გაბრიელ თებიძის კარი გიორგი ილურიძემ აიღო. 32'-ე წუთზე მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა, ოთარ მამასახლისმა დუბლის გაფორმება შეძლო. პირველი ტაიმის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, ჯაბა დვალმა ახალგაზრდა მეკარის კარი კიდევ ერთხელ აიღო. მატჩს საბოლოო წერტილი 63'-ე წუთზე დაესვა. საბოლოო ანგარიში "ტორპედოელთა" მხრიდან ოთარ კვერნაძემ დააფიქსირა.

"ქუთაისი": თებიძე, გელაშვილი, მამასახლისი, მახვილაძე(გოგიჩაიშვილი 56), ჩაკვეტაძე, ბონდარენკო, ქებურია(ჩადუნელი 46), ჩიკვილაძე, ბაბუნაშვილი, ფიფია(მარკოზაშვილი 65), კვერნაძე.

"ზესტაფონი": პავლოვიჩი, გრიგალაშვილი, ხიდეშელი, ფერეირა, გაგოშიზე, შარიქაძე, გვალია, ჭანტურიშვილი, სარდალიშვილი, ილურიძე(ანცულაია 65), დვალი(კაპანაძე 71)

გაფრთხილება: ჩადუნელი - შარიქაძე, სარდალიშვილი.

ტურის სხვა მატჩები:

"გურია" 2-2 "ჩიხურა"

გოლი: მეგრელიშვილი '53, გაბრიჩიძე '80 - კორიფაძე '16, ჭელიძე '90

"სპარტაკი" 1-0 "შუქურა"

გოლი: შინდაგორიძე '36

მეცამეტე ტურის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის სატურნირო მდგომარეობა შემდეგნაირია:

უმაღლესი ლიგა. "დინამომ" "ზუგდიდი" დაამარცხა, უხვგოლიანი შეხვედრა იმერეთში
dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
გუტი:"მესი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ როგორც კაცი, ძალიან პატარაა"
0
11727
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა, რეალი
სერხიო რამოსი პიკეს:"ახლა შეგიძლია შენისთანები დააბოლო"
0
10123
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, ესპანეთი, ბარსელონა
ყველაზე საშინელი კვირა - "ბარსელონას" 3 გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა !
0
114
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, ესპანეთი, ბარსელონა
სტეფ კარი:"ზაზა ფაჩულიამ ძალიან აურია, ცოტაც და ..."
0
7609
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს
0
6254
ახალი ამბები, ინგლისი, მანჩესტერი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    აპრილი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930