„დილა“ – „სამტრედიას“ მალტელები განსჯიან

image
21 ნოემბერს „დილა“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, „დილა“ და „სამტრედია“ სატურნირო მდგომარეობით მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ.

შეხვედრას მალტის მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. მთავარი მსაჯი მარკო ბორგი იქნება, ასისტენტები: ინგმარ სპიტერი და ედვარდ სპიტერი. ხოლო მეოთხე სათადარიგო არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ადრეც ყოფილა შემთხვევა, როდესაც პრინციპულ დაპირისპირებას უცხოელ მსაჯთა ბრიგადა მომსახურებია. ერთი ასეთი შემთხვევა გორშიც გახლდათ, როდესაც „დილა“-„ცხუმის“ შეხვედრას ლიტველ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი დაპირისპირებაც გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის, ხოლო მომდევნო კალენდარულ მატჩს „დილა“ საშინაო არენაზე, უკვე საკუთარი გულშემატკივრის თანდასწრებით ჩაატარებს.

„დილას“ პრესსამსახური dle

20-11-2014, 14:13 1014
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით