საქართველოში "იუვენტუსის" ბაზა გაიხსნა ! - რა ეღირება იტალიური კლუბის ბანაკში ბავშვის მიყვანა ?

image
12 ივლისს თბილისში ტურინის "იუვენტუსის" საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია გაიმართა. 7-დან 16 წლამდე ასაკის ქართველ ბავშვებს ყოველწლიურად 5-დღიანი მასტერკლასის გავლა შეეძლებათ.

მასტერკლასებს კი ბავშვებს იტალიელი მწვრთნელები ჩაუტარებენ. კონკრეტულად კი, ტურინიდან 3 მწვრთნელი ჩამოვა.

როგორც ცნობილია, მშობელს "იუვენტუსის" ბანაკში ბავშვის მიყვანა დაახლოებით 300 ევრო იქნება, თუმცა ჯერ-ჯერობით ზუსტი ფასი დადგენილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ამ ბანაკის გავლის შემდეგ ბავშვებს სერტიფიკატები გადაეცემათ. გარდა ამისა, 12 სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლებსაც რეგიონალური ფედერაციები შეარჩევენ, უფასოდ გაივლიან მომზადებას. dle


13-07-2018, 11:34 488
კომენტარები
შემოგვიერთდით