რა საშინელება მოხდა ტოჩინოშინის მარცხთან ერთად ნაგოა ბაშოზე, რამაც ლევან გორგაძეს შანსები შეუმცირა ?

image
ნაგოიას ბაშოზე ლევან გორგაძემ ლიდერობა დაკარგა. ამომავალ მზის ქვეყანაში მიმდინარე ნაგოიას ბაშოზე ქართველმა ლევან გორგაძემ ოძეკის რანგში პირველი შეხვედრა წააგო.

ტოჩინოშინი მონღოლ კომოსუბი ტამავაშისთან დაძაბულ ორთაბრძოლაში კოტენაგეს ილეთით დამარცხდა.

ლევან გორგაძეს ტურნირზე ამ დროისთვის 5 მოგება და 1 წაგება გააჩნია. ამ მაჩვენებლით ქართველი მხოლოდ სეკივაკე მიტაკეუმის ჩამორჩება. მან ბაშოზე ყველა შეხვედრა მოიგო.

იუშოსთვის ბრძოლას მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ გამოეთიშა. რანგით უმაღლესი წოდების მქონე სუმოისტმა იდაყვის ტრავმა მოიმიზეზა და ბაშოზე გამოსვლა შეწყვიტა.

ტოჩინოშინისთვის იოკოძუნების ჰაკუჰოსა და კაკურიუს ტურნირიდან გამოთიშვა, ერთი შეხედვით კარგი მოვლენა იყო. რამეთუ ქართველს იუშოს ანუ ჩემპიონობის მოპოვების უკეთესი შანსი აქვს. თუმცა დიდი ალბათობით ბაშოს მოგების შემთხვევაშიც კი ლევან გორგაძე ამჟამად იოკოძუნობის კანდიდატი ვერ გახდება.

იმისათვის, რომ ტოჩინოშინს იოკოძუნობის კანდიდატის სტატუსი მიეღო მინიმუმ ერთი იოკოძუნას დამარცხება ან ბაშოზე ძენშო ანუ თხუთმეტივე შეხვედრის მოგება ესაჭიროებოდა. dle


13-07-2018, 11:30 1152
კომენტარები
შემოგვიერთდით