ქალბატონმა მკერდოსანმა პრეზიდენტმა ფეხბურთელები გასახდელში მოინახულა

image
ქალბატონმა მკერდოსანმა პრეზიდენტმა ფეხბურთელები გასახდელში მოინახულა

The Daily Star-ის ინფორმაციით, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დანია-ხორვატიის მატჩის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტუმარი ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი აღმოჩნდა.

ქალბატონი პრეზიდენტი ნოვგოროდში, ჩემპიონატის 1/8-ფინალის მატჩზე ეკონომკლასით ჩაფრინდა და, თვითმფრინავში მყოფ გულშემატკივრებთან ერთად, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას ხორვატიის პრეზიდენტი ვიპ-ლოჟაში კი არა, ტრიბუნებზე, რიგით ხორვატ გულშემატკივრებთან ერთად იმყოფებოდა.
...
„ჩვეულებრივი გულშემატკივარი ვარ და მინდა, საკუთარი ქვეყნის გუნდს ტრიბუნებიდან, დანარჩენ გულშემატკივრებთან ერთად დავუჭირო მხარი. თამაშის დროს ეროვნული სიმბოლიკით დამშვენებული მაისური მეცვა, ვიპ-ზონის დრეს-კოდი კი ასეთ სამოსს არ ითვალისწინებს“, - აღიარა ხორვატიის პრეზიდენტმა.

თამაშის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელები გასახდელში მოინახულა და ჩემპიონატის ¼-ფინალში გასვლა მიულოცა.

პრეზიდენტი ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ 7 ივლისს სოჭში რუსეთ-ხორვატიის მატჩს დაესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია.

წყარო: Funtime.ge dle

7-07-2018, 10:52 9602
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით