რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

9 მატჩი, რომელიც ამ უიქენდზე არ უნდა გამოტოვო
3-10-2014, 20:17
1220
Ошибка
9 მატჩი, რომელიც ამ უიქენდზე არ უნდა გამოტოვო
ევროპის 6 წამყვან ჩემპიონატში ძალიან საინტერესო მატჩები გაიმართება. განსაკუთრებით დატვირთულია კვირა დღე, რადგან იუვენტუსი-რომა და ჩელსი-არსენალი სწორედ ამ დღეს გაიმართება

შაბათის საუკეთესო მატჩები

დორტმუნდი - ჰამბურგი

იურგენ კლოპის გუნდში უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელია, რაც ბუნდესლიგაში მათ გამოსვლას დაეტყო. გუნდმა 6 მატჩიდან მხოლოდ 7 ქულის მოგროვება შეძლო და ცხრილის ქვედა ზონაში იმყოფება. ჰამბურგი კი ბოლო წლებია საშინელ კრიზისში იმყოფება და გასულ სეზონში ბეწვზე გადაურჩა ბუნდესლიგიდან დაქვეითებას. მიმდინარე სეზონში მათ მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გატანილი და ბოლო ადგილზე იმყოფებიან. მათ ბუნდესლიგაში ბოლო 12 გასვლითი მატჩიდან 11 წააგეს და ამ 11-დან ბოლოს ზედიზედ სამჯერ დამარცხდნენ. ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ჰამბურგი ბორუსიას ბოლო 4 მატჩში მინიმუმ ორ გოლს უტანს, თუმცა დორტმუნდს საკუთარ მოედანზე ბოლო 6 მატჩიდან ხუთჯერ აქვს მოგებული ჰამბურგელებთან. კლოპს კვლავ ლაზარეთში ჰყავს გუნდის წამყვანი ფეხბურთელები მარკო როისი, ილქაი გიუნდოგანი და ჰენრიკ მხითარიანი. ჰამბურგს კი დამტვრეული ჰყავს მეკარე რენე ადლერი.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, დურმი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, პიშჩეკი, იოიჩი, ბენდერი, გროსკროიცი, კაგავა, ობამეიანგი, იმობილე
ჰამბურგი: დრობნი, ოსტრჟოლეკი, ვესტერმანი, ჯურუ, დიკმაიერი, ჰოლტბი, ბეჰრამი, იანსენი, ვან დერ ვაარტი, მიულერი, ლასოგა


ბაიერნი - ჰანოვერი

ბაიერნი უკვე პირველ ადგილზე იმყოფება და ჯერჯერობით ძალიან დამაჯერებლად თამაშობს. შეიძლება გვარდიოლას გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს არ აჩვენებს, მაგრამ ისინი ბუნდესლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც პირველ ადგილებზე იმყოფებიან. ბუნდესლიგაში ბოლო 28 მატჩიდან ბაიერნმა 26 მოიგო, ხოლო ჰანოვერთან ბოლო 8 საშინაო დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა. ამ რვა მატჩიდან 7-ში რეკორდმაისტერმა ყველა ტაიმი მოუგო მეტოქეს. ნოიერმა ბუნდესლიგის ბოლო 4 მატჩში კარი მშრალად შეინახა და ჰანოვერს ბოლო სამი მატჩია გოლი ვერ გააქვს მეტოქეთა კარში. ჟერომ ბოატენგმა მოირჩინა მცირე ტრავმა და დაუბრუნდება გუნდს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი ნოიერი, ალაბა, დანტე, ბოატენგი, რაფინია, ალონსო, ლამი, გიოტცე, მიულერი, რობენი, ლევანდოვსკი
ჰანოვერი: ცილერი, პანდერი, შულცი, მარსელო, საკაი, გიულსელამი, შმიდებახი, ალბორნოსი, კიოტაკე, ბიტენკურტი, ხოსელუ


ვალენსია - ატლეტიკო

ორივე გუნდმა ბრწყინვალედ დაიწყო სეზონი და 14-14 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. ბურთების შეფარდება ვალენსიას უკეთესი აქვს და ამიტომ ისინი უფრო მაღალ პოზიციას იკავებენ. მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის იუვენტუსი დაამარცხეს და ჯგუფში გამოისწორეს სიტუაცია. ვალენსიელებმა ლალიგაში ბოლო 4 მატჩი გამარჯვებით დაასრულეს და ამ ოთხიდან სამში მინიმუმ სამი გოლი გაჰქონდათ თითო შეხვედრაში. თუმცა ატლეტიკოსთან მესტალიაზე ცოტა გოლი გადის. ბოლო 6 შეხვედრაში ვალენსიაში მაქსიმუმ ორი გოლი გადიოდა ამ გუნდებს შორის.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია: ალვეში, მუსტაფი, ბარაგანი, ოტამენდი, გაია, პარეხო, პიატი, როდრიგო, ფუეგო, გომესი, ალკასერი
ატლეტიკო: მოია, სიკეირა, გოდინი, მირანდა, ხუანფრანი, ტიაგო, კოკე, თურანი, გაბი, გრისმანი, მანჯუკიჩი



კვირის საუკეთესო მატჩები

იუნაიტედი - ევერტონი

ორივე გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა ბოლო მატჩებში გამოსწორება დაეტყოთ და შესაძლოა ეს მატჩი მათთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ევერტონმა ლივერპულთანაც და კრასნოდართანაც ბოლო წუთებზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება და თამაშის გადარჩენა. პრემიერლიგაში ბოლო 10 მატჩიდან 9-ში ოლდ ტრაფორდზე გამართულ შეხვედრებში მინიმუმ სამი გოლი გადის, ხოლო იუნაიტედს პრემიერლიგის ბოლო სამ შეხვედრაში მინიმუმ ორი გოლი გააქვს. ყველა ტურნირის გათვალისწინებით ამ ორ გუნდს შორის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში ორ გოლზე მეტი არ გადის. ვან გაალს დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს, რაც ჯერჯერობით ნათლად ჩანს პრემიერლიგაში გამართულ მატჩებში და ამის გამო შესაძლოა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ოთხი მცველი გამოიყვანოს მოედანზე. მერსისაიდელებს კი კვლავ ვერ დაეხმარებიან კევინ მირალიასი და როს ბარკლი.

სავარაუდო შემადგენლობები

იუნაიტედი: დე ხეა, შოუ, როხო, მაკნირი, რაფაელი, ფლეტჩერი, ბლინდი, დი მარია, მატა, ვან პერსი, ფალკაო
ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, იაგიელკა, დისტინი, კოულმენი, ბერი, ბეშიჩი, მაკგიდი, ნეისმიტი, ატსუ, ლუკაკუ


ჩელსი - არსენალი

ეს მატჩი არსენალისთვის პირველი სერიოზული ტესტი იქნება მიმდინარე სეზონში. ვენგერს მწარედ ემახსოვრება გასულ სეზონში სამარცხვინო ანგარიშით წაგებული მატჩი და აუცილებლად ეცდება რევანშის აღებას. მოურინიოს გუნდი პირველ ადგილზე იმყოფება და ისეთ სანახაობრივ ფეხბურთს აჩენებს, დიდი ხანი შესაძლოა არ დათმოს ეს პოზიცია. ეს მატჩი იმითაც არის გამორჩეული, რომ არსენალის ყოფილი კაპიტანი სესკ ფაბრეგასი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ჩელსიმ პრემიერლიგაში საკუთარ მოედანზე ბოლო 30 მატჩში 25 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო უკანასკნელი 11 საშინაო მატჩიდან 9-ში კარი მშრალად შეინახა და არსენალთან ბოლო სამი მატჩია გოლს არ უშვებს. ბოლო მატჩებს თუ გავითვალისწინებთ, ჩელსი აშკარა ფავორიტია არსენალთან - არისტოკრატები 6 მატჩია არ აგებენ მეთოფეებთან და ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში მათ მინიმუმ ორ გოლს უტანენ. როგორც ყოველთვის, არსენალს უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. გნაბრი, ჟირუ, უოლკოტი, რემსი, დებუში, მონრეალი, სანოგო და არტეტა ლაზარეთში იმყოფებიან, ხოლო ჩელსის მხოლოდ რამირესი და დროგბა ჰყავს დამტვრეული.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი: კურტუა, ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ფაბრეგასი, მატიჩი, აზარი, ოსკარი, ვილიანი, კოშტა
არსენალი: შესნი, გიბსი, კოსშელნი, მერტეზაკერი, ჩემბერსი, ფლამინი, სანჩესი, უილშირი, იოზილი, ჩემბერლენი, უელბეკი


აიაქსი - ზვოლე

ჰოლანდიის ჩემპიონატის მეორე და მესამე პოზიციაზე მყოფი გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ზვოლე ამსტერდამელებისთვის ძალიან უხერხული მეტოქეა, რადგან გასულ სეზონში ჰოლანდიის თასის ფინალში ზვოლემ 5:1 დაამარცხა აიაქსი, ხოლო სუპერფინალში მათსავე მოედანზე 1:0 გაიმარჯვეს და იოჰან კრუიფის სახელობის თასიც დაისაკუთრეს. აიაქსს ჩემპიონატში ბოლო სამი მატჩი მოგებული აქვს და რაც მთავარია კოლბეინ სიგთორსონმა ჰეთთრიქი შეასრულა ბრედას კარში. დე ბურის გუნდს ერედივიზიონში ბოლო 27 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ორი მარცხი აქვს და ორივე ვიტესთან. ბოლო 6 მატჩიდან 5-ში ამსტერდამ არენაზე აიაქსმა მინიმუმ ორი გოლი გაიტანა, ასე, რომ ზვოლეს კიდევ ერთხელ მოუწევს გულშემატკივართა გაოცება, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. აიაქს დაუბრუნდება ლასე შონე, რომელმაც ბოლო ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი: სილესენი, ბოილესენი, მოისანდერი, ველტმანი, ვან რინი, სერერო, ვირგევერი, კლაასენი, ანდერსენი, სიგთორსონი, შონე
ზვოლე: ჰანი, ჰინტუმი, ბროერსე, ვერფი, პოლენი, რიენსტრა, ლამი, ტომასი, დროსტი, საიმაკი, ნესიდი


იუვენტუსი - რომა

ევროპის მასშტაბით ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართება, სადაც ერთმანეთს გასული და მიმდინარე სეზონის ორი საუკეთესო კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ორივე გუნდი 100%-იანი შედეგით მოდის ამ მატჩამდე და იუვეს გოლიც კი არ აქვს გაშვებული საკუთარ კარში, რომაელებს კი მხოლოდ ერთხელ მოუწიათ ბურთის კარიდან გამოტანა. იუვენტუსს სერია ა-ში ბოლო 21 საშინაო მატჩი აქვთ მოგებული, ხოლო რომასთან ბოლო 4 საშინაო მატჩში მოიპოვეს გამარჯვება. ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს რომასაც, გუნდმა ბოლო 5 მატჩი მოიგო ჩემპიონატში და უკანასკნელი 8 გასვლითი მატჩიდან 6-ში ყველა ტაიმი მოუგო მეტოქეს. იუვეს ბოლო 14 საშინაო მატჩიდან 12-ში ყველა ტაიმი აქვს მოგებული, ხოლო უკანასკნელ სამ საშინაო შეხვედრაში მინიმუმ ორი გოლი გააქვს. ორივე გუნდს დააკლდებათ ნახევარდაცვის ბურჯები ანდრეა პირლო და დანიელე დე როსი.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი: ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, ოგბონა, ასამოა, ვიდალი, მარკიზიო, პოგბა, ლიხტშტაინერი, ტევესი, ლიორენტე
რომა: სკორუპსკი, კოული, მანოლასი, იანგა-მბივა, მაიკონი, პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი, ჟერვინიო, ტოტი, ფლორენცი


ფიორენტინა - ინტერი

სეზონის პირველი მატჩის შემდეგ ფიორენტინას არცერთი მატჩი არ წაუგია, თუმცა ბევრი ფრეა და მათ შორის გამოსარჩევია სასუოლოსთან და ჯენოასთან დაკარგული ქულები საკუთარ მოედანზე. ინტერმა კი კალიარისთან სამარცხვინო წაგების შემდეგ ევროპის ლიგაზე გამოიკეთა ხასიათი, თუმცა ყარაბახთან გულშემატკივარი უფრო მეტს ელოდა. კალიარისთან მარცხი შესაძლოა გაძევებას დავაბრალოთ, რადგან იმ მატჩამდე ვალტერ მაცარის გუნდი საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობდა. ფლორენციელები საკუთარ მოედანზე ბოლო სამ მატჩს ფრედ ასრულებენ და სამივეში ყველა ტაიმი საყაიმო ანგარიშით სრულდებოდა. ყველა ტურნირის გათვალისწინებით კი ინტერს ფიორენტინასთან ბოლო 18 შეხვედრაში მხოლოდ ერთი წაგება აქვს. ვიჩენცო მონტელას გუნდს შეტევაში სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან ჯუზეპე როსი, მარიო გომესი და ხოაკინი დამტვრეულები არიან. საეჭვოა კუადრადოს და მარკო მარინის თამაშიც. ინტერს კი ტრავმის გამო უგო კამპანიარო დააკლდება, ხოლო კალიარისთან გაძევების გამო იუტო ნაგატომო გამოტოვებს ამ შეხვედრას.

სავარაუდო შემადგენლობები

ფიორენტინა: ნეტო, ალონსო, სავიჩი, როდრიგესი, რიჩარდსი, კურტიჩი, პიზარო, ფერნანდესი, ვალერო, კუადრადო, ბაბაკარი
ინტერი: ჰანდანოვიჩი, ხესუსი, ვიდიჩი, რანოკია, დოდო, ერნანეში, მედელი, კოვაჩიჩი, დამბროსიო, იკარდი, პალასიო


პსჟ - მონაკო

მიუხედავად იბრაჰიმოვიჩის და ლავეცის არყოფნისა, პარიზელებმა სძლიეს კატალონიის ბარსელონას და მათ გაუვალ დაცვას სამი გოლი გაუტანეს. ლორან ბლანის გუნდი ლიგა ერთშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც დაუმარცხებელია და ამ წარმატებული სერიის გაგრძელებას მონაკოსთან შეეცდებიან. ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა კი ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და ოთხი წაგების გამო გუნდი მე-14 ადგილზე იმყოფება, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ადგილს იყოფს ზენიტთან. ყველა ტურნირის გათვალისწინებით ამ ორ გუნდს შორის გამართული ბოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო იქამდე მონაკოელებს ზედიზედ სამი მატჩი აქვთ მოგებული პარიზელების წინააღმდეგ. ბლანის გუნდს საკუთარ მოედანზე ბოლო 34 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს განცდილი. როგორც უკვე ვიცით, იბრა და ლავეცი გუნდს ვერ დაეხმარებიან. ასევე ტრავმირებულია გუნდის კაპიტანი ტიაგო სილვა, თუმცა მონაკოსაც ვერ დაეხმარება კაპიტანი ჟერემი ტულალანი, მაგრამ ის დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს ამ შეხვედრას. მცირე ტრავმა აქვს დიმიტარ ბერბატოვს და შესაძლოა ჟარდიმმა არ გარისკოს მისი დაყენება ძირითად შემადგენლობაში.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: სირიგუ, დინიე, ლუისი, მარკინიოსი, ვან დერ ვილი, მოტა, ვერატი, მატუიდი, პასტორე, მოურა, კავანი
მონაკო: სუბასიჩი, კურჟავა, კარვალიო, რაგი, ფაბინიო, მოუტინიო, კონდოგბია, სილვა, ოკამპოსი, ჟერმენი, ფერეირა-კარასკო dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
რაგბის მსოფლიო რეიტინგში ცვლილებებია
0
5507
ახალი ამბები, საქართველო
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მარტი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031