რეკლამა
Girl in a jacket
რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

საიტის ტეგები
“არსენალი“ მორიგ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა
31-07-2014, 00:08
2435
Ошибка
“არსენალი“ მორიგ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა
უკვე დიდი ხანია, “არსენალისა“ და სამი ხედირას სატრანსფერო საგა ლოგიკურ დასასრულამდე ვერადავერ მივიდა, თუმცა, ახლა ყველაფერი ისეა, როგორც “მეთოფეთა“ გულშემატკივრებს სურთ. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი სავარაუდოდ ახალ კლუბს 23 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება.

მადრიდის “რეალში“ როგორც იცით ნამდვილი სატრანსფერო ბუმია - დედაქალაქელებმა ვისი ყიდვაც კი მოინდომეს, უკვე მათ ხელშია, თუმცა, ახლა ფინანსების დაბალანსების მიზნით რამდენიმე ფეხბურთელმა გუნდი უნდა დატოვოს.

27 წლის ხედირას შემდეგ ზაფხულში ეწურება კონტრაქტი “სამეფო კლუბთან“, ამიტომ კარლო ანჩელოტი დაინტერესებულია მოთამაშის გაყიდვით, თანაც “არსენალი“ საკმაოდ კარგ თანხას იხდის. ფეხბურთელით ინგლისელების გარდა მიუნხენის “ბაიერნია“ დაინტერესებული, მაგრამ “რეკორდმაისტერს“ სამის დამატება 2015 წელს უფასოდ უნდათ.

ასეა თუ ისე, არსენ ვენგერის დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და სავარაუდოდ ამ დღეებში ფრანგი სპეციალისტის გუნდს კიდევ ერთი გერმანელი შეუერთდება. ხედირა ლონდონში მიიჩნევა უკვე ასაკში შესული არტეტას შემცვლელად.

როგორც გაირკვა, ამ ტრანსფერში დიდი როლი ითამაშეს “არსენალის“ გერმანელმა ფეხბურთელებმა. მესუთ იოზილი, პერ მერტეზაკერი და ლუკაშ პოდოლსკი ხედირას ახლო მეგობრები არიან - მათ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც ერთად იზეიმეს.

ხედირა “რეალში“ 2010 წელს გადავიდა და იქიდან მოყოლებული “სანტიაგო ბერნაბეუს“ ბრწყინვალე სტადიონზე 144-მატჩში მიიღო მონაწილეობა. წლევანდელ მუნდიალზე ჩამშლელმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა საკუთარი ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაში. dle


Реклама
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
Girl in a jacket
რეკლამა
დღის სიახლეები
ჩოგბურთის ერთ-ერთი შეხვედრის დროს წყვილი სექსით დაკავდა ( +18 ) - Video
0
516
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
ოფიციალურად : კრიშტიანუ რონალდუ "რეალიდან" მანჩესტერ "იუნაიტედში" ...
0
318
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
სენსაცია ! "ჩელსი" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს იმატებს
0
1013
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
ბუფონი და მისი მეუღლე ზღვაზე სექსის დროს დააფიქსირეს ( + 18 )
0
1936
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
კრიშტიანო რონალდო:"ასეთ ბოზობას ნეიმარი თუ და მესი ..."
0
3687
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
გამოკითხვა
კალენდარი
«    იანვარი 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031