რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

მადრიდის “რეალში“ ისტორია მეორდება
24-07-2014, 08:38
2088
Ошибка
მადრიდის “რეალში“ ისტორია მეორდება
საზაფხული ტრანსფერებზე გამოჩენილი დიდი აქტიურობის შემდეგ ესპანური კლუბი შემადგენლობის იმ ფეხბურთელებისგან გასუფთავებას აპირებს, რომლებიც უკვე ზედმეტად მოიაზრებენ დედაქალაქში.

ამ ზაფხულს “რეალმა“ ტონი კროოსისა და ხამეს როდრიგესის სახით ორი სერიოზული ტრანსფერი გააკეთა. ამ შეთანხმებების შემდეგ მადრიდულ გრანდში ისეთი ფეხბურთელები გამოიკვეთნენ, რომლებიც უკვე ვეღარ ჩაითვლებიან შემადგენლობისთვის საჭირო მოთამაშეებად.

“რეალში“ სიტუაცია არც ისე გასაკვირია, რადგან მსგავსი რამ 2009 წელს მოხდა, როდესაც ფლორენტინო პერესმა ერთბაშად რამდენიმე პირველი “ეშელონის“ ვარსკვლავი იყიდა - კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, ჩაბი ალონსო და ქარიმ ბენზემა. მაშინ გუნდიდან წასასვლელი კარებისკენ ისეთ ფეხბურთელებს მიუთითეს, როგორებიც არიენ რობენი, უესლი სნეიდერი, კლაას-იან ჰუნტელაარი და რუუდ ვან ნისტელროი არიან. ახლა შესაძლოა ისტორია განმეორდეს.

სარისკო ზონაში იმყოფებიან ისკო, სამი ხედირა, ანხელ დი მარია, იკერ კასილიასი და ქარიმ ბენზემა - გუნდის დამრიგებელი, კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ შედარებით უმნიშვნელოები გახდებიან ეს ფეხბურთელები. თითოეულ მოთამაშეზე ინდივიდუალურად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ ტრანსფერებზე წინადადების მიღების შემთხვევაში მადრიდელთა ხელმძღვანელობა აქტიურად განიხილავს პოტენციურ ტრანსფერ(ებ)ს. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
პაულინიო - ყველაზე უიღბლოდან უმაღლეს დონემდე
0
3779
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    სექტემბერი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930