ლივერპულის გოლები რეკორდია: ინგლისელები ესპანელებს ფინალს ვერ უგებენ » საფეხბურთო საიტი

ლივერპულის გოლები რეკორდია: ინგლისელები ესპანელებს ფინალს ვერ უგებენ

image
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ცნობილია: მადრიდის „რეალს“ მაინც ის გუნდი შეუერთდა, რომელიც უფრო მეტად იყო მოსალოდნელი და ალბათ ყველა აღიარებს, რომ დამსახურებულად – „ლივერპული“. ინგლისელები რომში 2:4 დამარცხდნენ, მაგრამ ამას საერთო წარმატებისთვის და ფინალში გასასვლელად ხელი არ შეუშლია. ლეგენდარული კლუბი მთავარი ტურნირის მთავარ მატჩს ითამაშებს.

-„ლივერპულმა“ უკვე 40 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ტურნირში, თუმცა, ეს არ არის რეკორდი:

„ბარსელონა“ – 1999/00 – 45 გოლი
„რეალი“ – 2013/14 – 41 გოლი

თუმცა კლოპის გუნდმა 40 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანა – 12 მატჩში.

საკვალიფიკაციო ეტაპის გათვალისწინებით, „ლივერპულს“ 46 გოლი აქვს (ზაფხულში, მე-4 საკვალიფიკაციო ეტაპზე, „მერსისაიდელებმა“ 6 გოლი გაუტანეს „ჰოფენჰაიმს“). ეს არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის, არამედ ევროთასების აბსოლუტური რეკორდია.

ამ სეზონში „ლივერპულმა“ უკვე 130 გოლი გაიტანა. ეს მეორე შედეგია კლუბის ისტორიაში. უფრო მეტი 1985-86 წლების სეზონში ჰქონდა – 138 გოლი.

ტრიომ – მანე-ფირმინო-სალაჰი 29 გოლი გაიტანა წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე და ეს საუკეთესო მაჩვენებელია ტურნირის ისტორიაში. სალაჰსა და ფირმინოს 10-10 გოლი აქვთ, მანეს – 9. უკან დარჩნენ ბეილი-ბენზემა-რონალდოსა და მესი-სუარესი-ნეიმარის სამეულები.
ლივერპულის გოლები რეკორდია: ინგლისელები ესპანელებს ფინალს ვერ უგებენ
„ლივერპული“ მეორე კლუბია, რომელმაც 20 გოლი გაიტანა ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში. პირველი იყო “რეალი” 2013-14 წლების სეზონში.

„რომას“ ამ ჩემპიონთა ლიგაზე შინ გოლი არ ჰქონდა გაშვებული. „ლივერპულმა“ ორი გაუტანა 25-ე წუთისთვის. რომაულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაუშვა შინ 2016 წლის თებერვლის შემდეგ. ეს „მშრალი“ სერია 460 წუთი გრძელდებოდა.

ორ მატჩში „რომამ“ და „ლივერპულმა“ ერთად 13 გოლი გაიტანეს. ეს არის რეკორდი ნახევარფინალებისთვის და რეკორდის გამეორება მთლიანად პლეი ოფისთვის (იგულისხმება ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი). 2008-09 წლების სეზონში „ბაიერნმა“ 12:1 მოუგო „სპორტინგს“.
ლივერპულის გოლები რეკორდია: ინგლისელები ესპანელებს ფინალს ვერ უგებენ
„ლივერპულმა“ პირველი მატჩი წააგო წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე.

„ლივერპულმა“ მე-100 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე – 47 მოგება, 30 ფრე, 22 წაგება.

„ლივერპული“ პირველი ინგლისური კლუბია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო 6 წლის განმავლობაში. 2012 წელს, ჩემპიონთა თასი აიღო რობერტო დი მატეოს „ჩელსიმ“.

უახლოეს ისტორიაში (1992 წლის შემდეგ) ინგლისურ კლუბებს არასოდეს მოუგიათ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ესპანური კლუბებისთვის. ასეთი სამი შემთხვევა ყოფილა და სამივეჯერ “ბარსელონამ” გაიმარჯვა:

2006 ბარსელონა-არსენალი 2:1
2009 ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი 2:0
2011 ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი 3:1. dle

3-05-2018, 08:21 176
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ცნობილია: მადრიდის „რეალს“ მაინც ის გუნდი შეუერთდა, რომელიც უფრო მეტად იყო მოსალოდნელი და ალბათ ყველა აღიარებს, რომ დამსახურებულად – „ლივერპული“.

შემოგვიერთდით