ზედიზედ მეოთხედ - ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან გამოვარდა » საფეხბურთო საიტი

ზედიზედ მეოთხედ - ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან გამოვარდა

image
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის ფრედ 2:2 დასრულდა, მაგრამ "რეკორდმაისტერი" ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა.

მიუნხენელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩინებულად დაიწყეს და უკვე მატჩის მე-3 წუთზე იოზუა კიმიხმა ანგარიში გახსნა. თუმცა მარცხენა ფრთიდან მარსელოს ჩაწოდებას კარიმ ბენზემას თავური მოჰყვა - 1:1.

შეხვედრის პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული და თანაბარი გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მიდგომები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იუპ ჰაინკესის შეგირდები ყველა ზონიდან უტევდნენ - ფლანგებიდან, ცენტრიდან, მაგრამ "რეალის" დაცვის ცენტრი ძალიან სოლიდურად გამოიყურებოდა.

შესვენების შემდეგ კი მოხდა ის, რის გამოც ჩემპიონთა ლიგა ყველაზე რთულად მოსაგები ტურნირია - ტოლისომ რთულ სიტუაციაში ბურთი სვენ ულრაიხს დაუბრუნა და გერმანელი კიპერი დაიბნა, თავიდან იფიქრა ბურთს ხელში დავიჭერო, მაგრამ გაახსენდა, რომ ეს არ შეიძლებოდა და საბოლოოდ, ბენზემას მეორე ბურთი აჩუქა.

დარჩენილ დროში გერმანულმა გრანდმა ბოლომდე იბრძოლა, მეტოქეს არაფერი დაუთმო და მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხა. მარჯვენა ფლანგიდან ნიკოლას ზიულეს ჩაწოდების შემდეგ თავი ხამეს როდრიგესმა გამოიჩინა. დრო ძალიან ბევრი იყო, მაგრამ "ბაიერნმა" გადამწყვეტი ბურთის გატანა ვერაფრით მოახერხა.

იუპ ჰაინკესის გუნდი ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ გაატარა, ხოლო მიუნხენური კლუბი ამ სტადიაზე ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.

რეალი 2:2 ბაიერნი

გოლები: 0:1 - კიმიხი (3'), 1:1 - ბენზემა (11'), 2:1 - ბენზემა (46'), 2:2 - ხამესი (63').

გაფრთხილება: მოდრიჩი, ვასკესი, ვარანი, კაზემირო.

რეალი: ნავასი - ვასკესი, ვარანი, რამოსი, მარსელო - კროოსი, კოვაჩიჩი (კაზემირო 73'), მოდრიჩი - ასენსიო (ნაჩო 88'), ბენზემა (ბეილი 72'), რონადლუ.

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჰუმელსი, ზიულე, ალაბა - ტიაგო, ტოლისო (ვაგნერი 87'), ხამესი (მარტინესი 84') - მიულერი, ლევანდოვსკი, რიბერი. dle

1-05-2018, 21:18 915
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით