Image

რონალდუ - დიდი ფეხბურთელი!

image
კრიშტიანუ რონალდუ შეიძლება გიყვარდეს, ან არ გიყვარდეს, მისი თამაშის სტილი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მისი გარეგნული სახე გაღიზიანებდეს ან აღგაფრთოვანებდეს, მისი ცხოვრების წესს იზიარებდე ან არა, მაგრამ სრულიად არაობიექტური და უსამართლო უნდა იყო, რომ ვერ დაინახო ამ კაცის უსაშველოდ დიდი ნიჭი, დიდი სპორტსმენობა და არ დააფასო ის საოცარი შრომისმოყვარეობა, რაც პორტუგალიელ სუპერმეგოლეს არასოდეს განელებია.

ყველა კლუბის ქომაგი თავისებურია და ყველას თავისი საგულშემატკივრო ტრადიცია გააჩნია. მაგალითად, ტურინის “იუვენტუსის“ ტიფოზერია არასოდეს გამოირჩეოდა მოწინააღმდეგეთა მიმართ თბილი დამოკიდებულებებით, მაგრამ 3 აპრილს მოხდა სასწაული და ტურინელი ქომაგები იმდენად მოიხიბლნენ მათი გუნდის საძულველი მეტოქის დიდებული გარჯით, რომ კრიშტიანუ რონალდუსადმი აპლოდისმენტები არ დაუშურებიათ და თამაშის დასრულების შემდეგაც პორტგალიელი დიდი ოვაციებით გააცილეს მოედნიდან. ეს არაა უბრალო ამბავი! ამას დამსახურება ჭირდება! კრიშტიანუმ ტურინში ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და ეს ის შემთხვევაა, რომელსაც მომავალში თაობები გაიხსენებენ.

არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ დედი სერ ალექს ფერგიუსონის ძალისხმევით, “მანჩესტერ იუნაიტედში“ პირველი თამაში ჩაატარა და ისიც კარგად მახსოვს, როგორ გაიყო მოსაზრებები მაშინ სრულიად ახალგაზრდა ნახევარმცველის მიმართ. ერთნი იძახდნენ, რომ რონალდუ ჩვეულებრივი ფინტისმოყვარე უსარგებლო სამხრეთელი ჟონგლიორი ფეხბურთელი იყო და მისი მომავალი დიდად ნათელ ფერებში ვერ წარმოედგინათ, თუმცა ისიც მახსოვს, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თავიდანვე დაინახეს ამ ბიჭში მომავლის მეგა-ვარსკვლავი.

წითელცხვირა სქოთი კი ყურს არავის უგდებდა და მისთვის დამახასიათებელი სიჯიუტითა და პროფესიონალიზმით, შესანიშნავი მასალისგან გამოჭედა ფეხბურთელი, რომელიც დღეს მსოფლიო ფეხბურთში ამინდს ქმნის და ეს კაცი ისეთ ფორმაშია, ალბათ კიდევ კარგა ხანს ითამაშებს მაღალ დონეზე.

ასაკი რომ კრიშტიანუს ვერაფერს აკლებს - ეს ფეხბურთის ბევრი ქომაგისათვის დღემდე დიდი გამოცანაა. ადრე იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ მუდმივად და სტაბილურად ასე მაღლ დონეზე თამაში ადამიანის ძალებს არ აღემატება და რონალდუ იყენებდა რაღაც ახალ ნარკოტიკს, რომელიც არც ერთ დოპინგ-ტესტზე არ ჩანდა. ცხადია ეს ბრალდებები სრულიად აბსურდული და მეტიც - ბოროტების წიაღშია შობილი. როგორ შეიძლება რაიმე ეჭვი შეიტანო ამ სპორტსმენად შობილ კაცში, არ ირწმუნო, მისი შესაძლებლობები და არ გჯეროდეს ის, რომ დიდ ნიჭსა და დაუღალავ შრომას წინ ვერასოდეს ვერაფერი დაუდგება!

შეგნებულად არ ვთქვი არაფერი იმაზე, რომ ფეხბურთის ბევრი ქომაგის აზრით ციფრები არასოდეს ტყუიან და მადრიდის “რეალმა“ ტურინში “იუვენტუსი“ რაკი 3:0 დაამარცხა, ეს პირველყოვისა მადრიდული კლუბის წარმატება გახლდათ და არა კონკრეტულად კრიშტიანუ რონალდუს გარჯის შედეგი. მე არ ვფიქრობ ასე და მიმაჩნია, რომ ის გამარჯვება ვარსკვლავმრავალმა “რეალმა“ კონკრეტულად რონალდუს გარჯის დამსახურებით მოიპოვა. ვიცი, იქნებიან ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები. dle

19-04-2018, 09:46 154
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით