Image

კახა კალაძემ ბელიაშვილის ქუჩაზე აფრიკელ სტუდენტებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა

image
ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს. მასში ადგილობრივი მოსახლეობა და აფრიკელი სტუდენტები მონაწილეობენ. მატჩში ასევე მონაწილეობას იღებენ თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

„ძალიან მიხარია, რომ ჩემს ინიციატივას გამოეხმაურა ფეხბურის ფედერაცია - ლევან კობიაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებთანაც მოხდა დაპირისპირება და გაუგებრობა. ის, რაც მოხდა ძალიან ცუდია. დღეს ჩვენ ვატარებთ ამხანაგურ შეხვედრას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით კი, დღევანდელი თამაშის მიზანია, რომ ყველა ინციდენტის შემდეგ ერთად დავდგეთ.

„რაც მოხდა, სასიამოვნო ნამდვილად არავისთვის ყოფილა, მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ და სიმბოლურად ვითამაშებთ“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კვირას, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ადგილობრივები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ უცხოელების ჯგუფმა მათ მეზობელს ხელი ჰკრა და წააქცია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ამის შედეგ თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოვიდა, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გამართულიყო. ასეთი შეხვედრის ორგანიზებით კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მიმართა. ფეხბურთის ფედერაციამ მატჩი დღეს იმ სტადიონზე დაგეგმა, სადაც ინციდენტი მოხდა.

წყარო: ambebi.ge dle

15-04-2018, 11:21 1753
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს. მასში ადგილობრივი მოსახლეობა და აფრიკელი სტუდენტები მონაწილეობენ.

შემოგვიერთდით