Image

ნახეთ რამდენს უხდიან რუსული კლუბები ქართველ ფეხბურთელებს - საუკეთესო სამეული

image
ნახეთ რამდენს უხდიან რუსული კლუბები ქართველ ფეხბურთელებს - საუკეთესო სამეული ...

საბა კვირკველია პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში მოხვდა.

რუსულმა გამოცემა Sports.ru-მ პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.


რეიტინგში 59-ე ადგილზე მოსკოვის "ლოკომოტივის" ლიდერი საბა კვირკველია მოხვდა, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, წელიწადში 1.7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში, რომელიც 68 ფეხბურთელისგან შედგება და ფეხბურთელის მინიმალური წლიური შემოსავალი 1.5 მილიონი ევროა, "ლოკომოტივის" ერთბაშად 15 მოთამაშეა.

საუკეთესო ათეულში კი კვირკველიას ორი თანაგუნდელია. მე-2 ადგილზე 4.5 მილიონი ევროთი ხორვატი ლეგიონერი ვედრან ჩორლუკა გავიდა, მე-4 ადგილზე კი, 3.8 მილიონი ევროთი, მანუელ ფერნანდეშია.

ხოლო რეიტინგის პირველ პოზიციას "ზენიტის" ლეგიონერი ლეანდრო პარედესი იკავებს, რომელიც წლიურად 5 მილიონ ევროს იღებს.


58-ე ადგილზე ასევე 1.7 მილიონი ევროთი მოსკოვის "სპარტაკის" მცველი გიორგი ჯიქია არის.


საბა კვირკველიას სატრანსფერო ფასი, "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, 5.8 მილიონი ევროა. ამჟამად კვირკველია თბილისში იმყოფება და საქართველოს ნაკრებთან ერთად ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. dle


21-03-2018, 15:42 663
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ქართველების წლიური ხელფასი საკმაოდ სოლიდურია
ქართველების წლიური ხელფასი საკმაოდ სოლიდურია
ქართველების წლიური ხელფასი საკმაოდ სოლიდურია
ქართველების წლიური ხელფასი საკმაოდ სოლიდურია
შემოგვიერთდით