" ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს " - დინამო არენაზე ზრდასრულმა მამაკაცმა ბავშვზე იძალადა

image
" ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს " - დინამო არენაზე ზრდასრულმა მამაკაცმა ბავშვზე იძალადა

ჟურნალისტი ბექა ქავთარაძე ინცინდენტზე წერს, რომელიც რაგბის თამაშისას სტადიონზე მოხდა:


" პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას Georgian Rugby თქვენც და ყველა ქართველ გულშემატკივარს – ყურადრება მინდა გავამახვილო ერთ ნაკლებად სასიამოვნო ინციდენტზე . თასების აწევის მომენტში მოედნაზე შემოვარდა 10 -12 ბავშვი , რომელმაც ურპობლემოდ დაიძვრინა თავი სტიუარტებისგან და შემდეგ სისწრაფეშიც აჯობა ღიპიან , არასპორტული აღნაგობის ორ სტუარტს – გაირბინა ნახევარი მოედანი ისე რომ მისი დაჭერის შანსიც კი არ ქონდათ – მოედნის ბოლოს სხვა სტუარტი დახვდა და ხელებ გაშლილმა დაიჭირა და აიყვანა ხელში და ეს საკმაოდ ადამინური მომენტი იყო, მაგრამ ისეთი გაგრძელება მოყვა , რომ შეძრწუნებული დარჩა სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი . რა მოხდა ამასაც აქვე მოგახსენებთ – იმ ორიდან კი რომელიბიც თავიდანვე გამოეკიდნენ ერთ-ერთი მივიდა და უკვე დაჭერილ ბავშვს ჩაარტყა და ვერ ვიტყვით , რომ ეს თავში წარმორტყმა ან რამე ნახვერად მოფერებითი იყო . აშკარად გამეტებით უთავაზა . ხაზს ვუსმავ იმას , რომ ჯერ ერთი მაქსიმუმ 12 წლის ბავშვთან ძალადობა არ არის მისაღები და თან უკვე განეიტრალებულ , მოედნინდან გადასულ ბავშვთან მითუმეტეს .


ის გააღზიანა იმან , რომ ბავშვი არ დაემორჩილა და თანაც სისწრაფით და მოქნილობით აშაკარდ დაჩაგრა – 55 ათასი კაცი ვუყურებდით ამ სტუარტის საცოდაობას და გულიანადაც ვიცინოდით თავმოყვარეობის ამაბავია რომ არ დაგისხლტეს და ასე პირში ჩალაგამოვლებული არ დაგტოვონ – კი ფაქტიურად იმ ბავშვმა დაამცირა , მაგრამ ეს ჩარტყმა იმდენად ამოვარდნილი იყო საერთო სურათიდან , რომ თასების აწევიდან ძალიან მალე სტადიონი უკმაყოფილო გულშემატკივრების ხმაურმა, შეძახილებმა და გინებამ შეძრა -ჩემს უკან მჯდარი გონებიც კი იგინებოდნენ ამ სურატის ნახვით .


ძალიან გთხოვთ ეს ფაქტი და ამ სტუარტის ამაბვი არ დარჩეს გამოუძიებელი და უახლოეს დღეებში თქვენი გვერდის მეშვეობით გვაცნობეთ რა რეაგირება მოყვება ამ ფაქტს .


ვიმეორებ 55 ათასი გულშემატკივარი არის თვითმხილველი , როგორ ძალადობს ზრდასრული მამაკცი არასრულწლოვანზე- 12 წლამდე ბავშვზე . " dle


20-03-2018, 16:31 313
კომენტარები
შემოგვიერთდით