ბოლოს და ბოლოს, ჩამოვა თუ არა ფეხბურთის მეფე პელე საქართველოში?

image
ნიკოლოზ პატარქალიშვილი 2013 წელს საქართველოს მაშინდელ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვა, მისი განცხადებით პელეს ვიზიტი ხელს შეუწყობდა ეკონომიკური, კულტურული, სპორტული, ტურისტული თანამშრომლობის განვითარებას და საქართველოს პოპულარიზაციას, ვიზიტის დროს დაგეგმილი იყო საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართელოს, ურუგვაის, არგენტინის და ახალგაზრდული გუნდები მიიღებდნენ მონაწილეობას და მიეძღვებოდა მსოფლიო ფეხბურთის 150 და ქართული ფეხბურთის 110 წლისთავს.

ბოლოს და ბოლოს, ჩამოვა თუ არა ფეხბურთის მეფე პელე საქართველოში?

თუმცა მაშინდელი მცდელობა მარცხით დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ პელემ მზადყოფნა გამოხატა საქართველოში ვიზიტზე.

პატარქალიშვილის მეორე მცდელობა 2016 წელს იყო, როდესაც მან რამდენიმე კერძო თუ ოფიციალურ სტრუქუტურებს დახმარებისთვის მიმართა, პელეს ვიზიტთან და ტურნირთან ერთად გეგმაში იყო, არგენტინული ტანგოს და რიოს კარნავალის მოცეკვავე ქალთა ანსამბლის ვიზიტი და რაც მთავარია ლეგენდარული ფოტოს სკულპტურაში გადატანა, სადაც პელესთან ერთად, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა და ანზორ კავაზაშვილია ასახული.
ბოლოს და ბოლოს, ჩამოვა თუ არა ფეხბურთის მეფე პელე საქართველოში?

ორგანიზაცია „არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე პელეს ვიზიტს 2016 წლის 26 ივნისსა და 15 ივლისს შორის ვარაუდობდა.ეს მცდელობაც კრახით დასრულდა.

2017 წლის ნოემბერში პატარქალიშვილმა დახმარებისთვის რუსულ მხარესაც მიმართა, მოსკოვიდან ჯგუფის კოორდინატორმა ვლადიმირ აივაზიანმა წერილობითი მიმართვა გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და თბილისის მერის, კახი კალაძის სახელზე, მისივე თქმით საქართველოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მხრიდან დახმარების გარეშე გეგმების განხორციელება შეუძლებელია.

ბოლოს და ბოლოს, ჩამოვა თუ არა ფეხბურთის მეფე პელე საქართველოში?

ფოტოზე:ნიკო პატარქალიშვილი

იდეას მხარი დაუჭირა პარლამენტარმა "ქართული ოცნებიდან“ დავით ლორთქიფანიძემ, მან გამოთქვა სურვილი დაეხმაროს ინიციატორებს:„ფეხბურთის მეფის“ ვიზიტი ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და პოპულარობას შეუწყობს ხელს."-განაცხადა SPUTNIK-საქართველოს გამართულ ბრიფინგზე.

„საქართველოში არგენტინის სახლის“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ პატარქალიშვილის განცხადებით, საქართველოს გარდა საინიციატივი ჯგუფი უკვე შექმნილია არგენტინაში, ურუგვაიში, პარაგვაიში და ბრაზილიაში და ყველა ელოდება პასუხს, როდის დაიწყება საორგანიზაციო საკითხების განხილვა. პროექტი გეგმის მიხედვით 2018 წლის შემოდგომაზე უნდა განხორციელდეს, მაგრამ მთავარია, ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრამდე მივიდეს და ყველაფერი სახელმწიფო დონეზე ჩატარდეს.
ბოლოს და ბოლოს, ჩამოვა თუ არა ფეხბურთის მეფე პელე საქართველოში?

შეგახსნებთ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე(დაბ.1940 წლის 23 ოქტომბერს) ნამდვილი სახელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ — მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა „საუკუნის ფეხბურთელად“.

ასევე გამოცემა „France Football-მა“ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა; 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L'Équipe-მა“ პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელა. თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო, 1961 წელს პრეზიდენტმა ჯანიო კუადროსმა იგი"ოფიციალურ ეროვნულ საგანძურად“ გამოაცხადა. პელეს 1363 მატჩში 1281 გოლი აქვს გატანილი, იგი ბრაზილიის ეროვნულ გმირად არის მიჩნეული.
წყარო: intermeda.ge

პელე უამრავი ჯილდოების მფლობელია, მათ შორის არის იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, ბრიტანეთის იმპერიის ორდერის კავალერი და სხვა.

ფეხბურთის მეფემ 2016 წელს, 75 წლის ასაკში მესამედ იქორწინა.

dle

8-03-2018, 21:36 304
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
" არგენტინის სახლის“ თავმჯდომარე ნიკო პატარქალიშვილი უკვე რამდენიმე წელია, რაც იბრძვის პელეს საქართველოში ჩამოყვანისთვის, როგორც ცნობილია, 2008 წლის ოქტომბერში მისი თაოსნობით თბილისს დიეგო მარადონა სტუმრობდა, სადაც რიგი ღონისძიებების გარდა ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა არგენტინისა და საქართველოს ვეტერან ფეხბურთელებს შორის.

შემოგვიერთდით