“რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი, რაფაელ ვარანი შესაძლოა “ჩელსიში“ გადაბარგდეს. ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ უკვე გამოხატა 21 წლის ფრანგის საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ხილვის სურვილი - როგორც იცით, სამეფო კლუბში ყოფნისას პორტუგალიელი სპეციალისტი უკვე მუშაობდა ფეხბურთელთან ერთად.