ლონდონური “ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ საკუთარ შემადგენლობაში ფერნანდო ტორესს არ მისცა შანსი, გაუშვა ჯერ იჯარით “მილანში“, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი მშობლიურ “ატლეტიკოში“ დაბრუნდა. “ლურჯების“ შემადგენლობაში ტორესის თამაში ნამდვილად დიდ კრიტიკას ექვემდებარებოდა, მაგრამ პარადოქსივითიაა - “ატლეტიკოში“ გადასვლის შემდეგ ტორესმა “ბარსელონას“ და “რეალს“ გაუტანა გოლი.