ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, "არსენალთან" მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა და სესკ ფაბრეგასისადმი, ადგილობრივი პუბლიკის შესაძლო ობსტრუქციაზე ისაუბრა.
"რეალ სოსიედადის" მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, რომელიც ესპანეთში გადაბარგებამდე "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი გახლდათ, ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც უეინ რუნის გადაბირებით "ჩელსი" იყო დაინტერესებული.
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს თქმით, ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას მისი გუნდის თავდამსხმელი და მიმდინარე სეზონის აღმოჩენა, ჰარი კეინი იმსახურებს.
პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციამ (PFA) დაასახელა იმ ხუთი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც "პრემიერ ლიგის" მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ.
ლონდოს "ჩელსის" ლეგენდარული ფიგურა, დიდიე დროგბა მიუხედავად მისი არასაფეხბურთო ასაკისა, კარიერის დასრულებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს. ამის შესახებ აფრიკელმა თავდამსხმელმა ITV Sport-ს განუცხადა.
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ ის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვის წინააღმდეგაც თავისი კარიერის განმავლობაში უთამაშია.
სახელგანთქმულმა ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა, Copa-სთან ჩაწერილ ინტერვიუში ის ინციდენტები გაიხსენა, რომელიც მას "ჩელსის" მცველთან, ბრანისლავ ივანოვიჩთან და იტალიის ნაკრების წევრთან, ჯორჯო კიელინისთან შეემთხვა.
"ვიტესის" 20 წლის მცველი, უოლესი, რომლის უფლებებიც ლონდონის "ჩელსის" ეკუთვნის და არნემელთა რიგებში განათხოვრების წესით თამაშობს, გუშინ ჰოლანდიის პოლიციამ სექსუალური სამართალდარღვევის ფაქტზე აიყვანა.
"ჩელსის" მთავარმა მწვრთელმა, ჟოზე მოურინიომ მისი კოლეგისა და "არსენალის" თავკაცის, არსენ ვენგერის მიeრ გამოთქმულ მოსაზრებას დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც, ისინი "ოქროს ბურთის" ჯილდოს გაუქმებას მოითხვენ.