ილან სმიტმა გააოცა სამხრეთაფრიკული ტელევიზიის მაყურებელი თავისი წინასწარმეტყველებით. საქმე იმაშია, რომ სმიტმა გააკეთა პროგნოზი, შემდეგ დღეს კი, როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი დასრულებული იყო, ყუთიდან ამოიღეს სწორედ ის ფურცელი - ეწერა გერმანიის მინიმალური ანგარიშით მოგება, გოლის ზუსტი დრო და მისი ავტორი - მარიო გიოტცე.