რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

პსჟ-ში დი მარიას სატრანსფერო ფასმა შესაძლოა 80 მლნ. ევრო შეადგინოს
28-07-2014, 11:12
820
Ошибка
პსჟ-ში დი მარიას სატრანსფერო ფასმა შესაძლოა 80 მლნ. ევრო შეადგინოს
“რეალის“ ნახევარმცველი, ანხელ დი მარია ახლოს არის ფრანგულ პსჟ-ში გადასვლასთან.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Marca იტყობინება, რომ არგენტინის ნაკრების 26 წლის მოთამაშის პარიზულ კლუბში გადასასვლელმა ღირებულებამ შესაძლოა ბონუსებიანად 80 მილიონი ევრო შეადგინოს.

ამგვარად, დი მარიას პსჟ-ში გადასვლა მადრიდული კლუბის ისტორიაში შესაძლოა ყველაზე მომგებიანი გაყიდვა გამოვიდეს. არც ისე დიდი ხნის წინ რეკორდი ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა დაამყარა - ერთი წლის წინ გერმანელი “რეალიდან“ 50 მილიონ ევროდ “არსენალში“ გადავიდა.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დი მარიას პსჟ-ში გადასვლა წლიური იჯარის სახით მოხდებოდა, რისთვისაც პარიზელები 10 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ და სეზონის დასრულების შემდეგ გარკვეული თანხის სანაცვლოდ კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებაც ექნებოდათ. ამგვარ ინფორმაციას დასაბამი მისცა პსჟ-ს მიდგომამ ფინანსური ფეარ-პლეის წესებისადმი. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ანდრე გომეში:"ვიცი და მეც ვხვდები რაც ხდება"
0
2614
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
სანჩესს სერია ა-ში სურს
0
84
ახალი ამბები, ინგლისი, არსენალი, იტალია, იუვენტუსი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    თებერვალი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728 
ვიდეო გალერეა