რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

TimeLine: ბექჰემის თბილისური Love Story
27-07-2014, 15:14
1898
Ошибка
TimeLine: ბექჰემის თბილისური Love Story
დასავლურ წყაროებში საქართველოს შესახებ ცნობები არგონავტების დროიდან იღებს სათავეს. შემდეგ იყო არიანე, სტრაბონი, კასტელი, ბექჰემი...

სტრაბონისა თუ კასტელის ინფორმაციებს საქართველოს ისტორიაშიც გვასწავლიდნენ. საინტერესოა, ბექჰემი ვინ არის ან რას წერს ჩვენს ქვეყანაზე?

დევიდ ბექჰემი საფეხბურთო სამყაროსთვის ისეთივე ცნობილი პიროვნებაა, როგორიც კასტელის დროს გიორგი სააკაძე. მასსავით დევიდი საკუთარი ქვეყნის სახელითაც იბრძოდა, მადრიდის "რეალის" სახელითაც და კარიერის ბოლოს ამერიკას მიაშურა.

დევიდის დარი რეკლამირებული ფეხბურთელი მეორე არ დაბადებულა. მას სარეკლამო ბიზნესში დიდი წარმატება ცხოვრებისეულმა არჩევანმა მოუტანა - ცოლად შეირთო 90-იანი წლების ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Spice Girls-ის ერთ-ერთი სოლისტი ვიქტორია ადამსი.

როცა საქართველოს შესახებ უცხოელთა ცნობებზე წერთ, ვიქტორია რა შუაშიაო? - იკითხავთ. სწორედ რომ შუაშია: დევიდ ბექჰემის სასიყვარულო ისტორია საქართველოდან იღებს სათავეს. თუ არ გჯერათ, მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან მცირე ამონარიდს შემოგთავაზებთ, ვიქტორია ადამსზეც ბევრს გავიგებთ და 90-იანი წლების საქართველოზეც.

"ის, გრძელფეხება" - ასეთი სათაური აქვს ქვეთავს, რომელშიც 1996 წლის ამბებია გახსენებული:

"1996 წლის ნოემბერია. თბილისში, სასტუმროს ნომერში ვზივარ. მეორე დღეს საქართველოს ნაკრებთან უნდა ვითამაშოთ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი.

გარი ნევილი მეორე საწოლზე წევს. თუ თამაშებს არ ჩავთვლით, მოგზაურობა, გასვლები იქნება ეს ჩემს კლუბთან თუ ინგლისის ნაკრებთან ერთად, ძალიან არ მიყვარს. რეალურად ვერაფერს ათვალიერებ და მოსაწყენი ერთფეროვნებით ცხოვრობ - ჭამ, გძინავს და ვარჯიშობ; მთელ დროს ატარებ ოთახებში, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

სასტუმრო, სადაც საქართველოში ვცხოვრობდით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახსნილი საერთაშორისო სტანდარტების ერთადერთი სასტუმრო იყო. შიდა აივნები ერთგვარ წრეს ქმნიდა და სასტუმროს ფოიეს, ბარებსა და რესტორნებს გადაჰყურებდა.

ოთახიდან გამოსული მოპირდაპირე ოთახის კარს ხედავდი. ყველაფერი მეტალისა და მინისგან იყო დამზადებული, რაც კიდევ უფრო ამსგავსებდა იქაურობას ციხეს.

ჩემი ფანჯრიდან სანახევროდ დასრულებული მაგისტრალი მოჩანდა, რომლის გასწვრივაც ნაცრისფერი მდინარე მიიზლაზნებოდა. ეს ნამდვილად არ იყო პეიზაჟი, რომელიც საღამოს გარეთ გასვლას მომანდომებდა.

მოკლედ, ვსხედვართ მე და გარი ოთახში და ვლაპარაკობთ. კუთხეში, მუსიკალურ არხზე ჩართული ტელევიზორია მიდგმული. Spice Girls-ის ახალი კლიპი იწყება, Way You'll Be there. ჯგუფის წევრები უდაბნოში ცეკვავენ. "პოშს" შავი კატის კოსტიუმი აცვია. ვუყურებ და ვხვდები, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქალისთვის აქამდე თვალიც არ მომიკრავს. რა თქმა უნდა, Spice Girls-ს პირველად არ ვხედავ, ამ ჯგუფს ვინ არ იცნობდა... აქამდეც, როცა საუბარი მის წევრებზე ჩამოვარდებოდა, ვამბობდი:

- ყველაზე მეტად "პოში" მომწონს", მოკლეთმიანი, აი, ის, გრძელფეხება.

მაგრამ იმ საღამოს, სასტუმროს ოთახში პირველად გამინათდა გონება. ვიქტორია ფანტასტიკური იყო და მივხვდი, რომ როგორმე მისკენ მიმავალი გზა უნდა მომეძებნა. აშკარად არაბის სამოსი მჭირდებოდა. როგორმე აქლემიც უნდა მეშოვა.

- ისეთი ლამაზია... მიყვარს. ამ გოგოს უნდა შევხვდე.

ალბათ, გარიმ იფიქრა, რომ გავგიჟდი. მიუხედავად იმისა, ერთად ძალიან ბევრ დროს ვატარებდით, ასეთი რამე გარის არასოდეს უნახავს - შემიყვარდა პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი."

შეგახსენებთ, რომ მომდევნო დღეს ინგლისის ნაკრებისა და ქართველთა მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 0:2. თუ გაინტერესებთ, იმასაც გეტყვით, რომ ერთ თვეში დევიდ ბექჰემი პირადად შეხვდა თავის ტელეშეყვარებულს: "ჩელსი"-"მანჩესტერის" მატჩამდე სტუმართა ლოჟაში ასულ ბექჰემთან Spice Girls-ის მენეჯერი მივიდა და უთხრა:

- გამარჯობა, დევიდ. საიმონ ფაულერი ვარ, Spice Girls-ის მენეჯერი. მინდა ვიქტორიას შეხვდეთ.

შეხვდნენ, თუმცა რამდენიმე წუთით, რადგან ბექჰემს თანაგუნდელები გასახდელში ელოდნენ, თამაში იწყებოდა. ...კიდევ შეხვდნენ, დაოჯახდნენ, გაუჩნდათ ოთხი შვილი, ცხოვრობენ მშვიდად და ბედნიერად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
Cтатус: Пользователь offline
Дата: 28 ივლისი 2014 17:42
sg magari istoriaa
რეკლამა
დღის სიახლეები
ანტუან გრიზმანი "მანჩესტერში" ითამაშებს
0
6283
ახალი ამბები, ესპანეთი, ატლეტიკო, ინგლისი, მანჩესტერი
"ლივერპულმა" საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
0
3340
ახალი ამბები, საქართველო, ინგლისი, ლივერპული
"მილანის" საოცნებო დუეტი: მორატა - ბელეტი
0
4885
ახალი ამბები, ესპანეთი, რეალი, იტალია, მილანი
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მაი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031