რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

სატრანსფერო ჭორები და პრესის მიმოხილვა - 25 ივლისი, პარასკევი
26-07-2014, 00:00
1685
Ошибка
სატრანსფერო ჭორები და პრესის მიმოხილვა - 25 ივლისი, პარასკევი
ხუთშაბათს გამოსულ გაზეთებში არაერთი საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა - მათგან საუკეთესოებმა ჩვენი ყურადღება მიიქცია.

“იუვენტუსისა“ და ჩილეს ნაკრების ვარსკვლავმა, არტურო ვიდალიმ “მანჩესტერ იუნაიტედში“ წასვლა გამორიცხა. როდესაც “ოლდ ტრაფორდზე“ შესაძლო გადასვლის შესახებ ჰკითხეს, ვიდალიმ მტკიცედ უპასუხა: “მე არ წავალ მანჩესტერში.“ (Daily Mail)

მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედში“ ხავიერ ერნანდესის მომავალს საფრთხე ემუქრება, “ატლეტიკო“ ჩაერთო საქმეში და ჩიჩარიტოსთან კონტრაქტის გაფორმების სურვილიც გამოთქვა. (The Times)

“მანჩესტერ იუნაიტედი“ გეგმავს ამჟამად “პსვ ეინდჰოვენში“ მოასპარეზე ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელის, მემფის დეპაის შეძენას. მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელმა ოთხ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ვან გაალზე კარგი შთაბეჭდილებები დატოვა. (Metro)

ლონდონის “ჩელსიში“ ერთი წლით დაბრუნდა დიდიე დროგბა, რომელსაც წინა სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურა კონტრაქტი “გალათასარაისთან“. (ოფიციალური)

ლონდონის “ჩელსის“ შემტევმა ფეხბურთელმა, მარკო მარინმა შემდეგი სეზონი იჯარის წესით შესაძლოა თურქულ “ბეშიქთაშში“ გაატაროს. (The Sun)

“მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარი საიტის მეშვეობით გამოაქვეყნა ვიდეო-ინტერვიუ ელიაკიმ მანგალასთან - “პორტუს“ ინგლისური მხარე 32 მილიონ ფუნტს სთავაზობს. (Daily Mirror)

“არსენალი“ შეთანხმდა მადრიდის “რეალის“ გოლკიპერ, იკერ კასილიასთან. “მეთოფეები“ ესპანეთის ნაკრების გამოცდილ მეკარეს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. (Daily Express)

უახლოეს პერიოდში დანი ოსვალდო “საუთჰემპტონს“ დატოვებს და მილანის “ინტერთან“ გააფორმებს კონტრაქტს. (The Sun)

“რომა“ დაინტერესებულია “ტოტენჰემის“ ცენტრალური მცველის, ვლად ჩირიჩის ტრანსფერით. გარდა ამისა, იტალიურ გრანდს სურს “ჩელსის“ ყოფილი მცველისა და ამჟამად თავისუფალი აგენტის, ეშლი კოულის დამატება. (Daily Mirror)

“მილანს“ იმდენად სურს “არსენალის“ თავდამსხმელის, ჯოელ კემპბელის დამატება, რომ ლონდონურ კლუბს მარიო ბალოტელიში კოლუმბიელის გაცვლას სთავაზობენ. (Tuttosport) dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ანტუან გრიზმანი "მანჩესტერში" ითამაშებს
0
6279
ახალი ამბები, ესპანეთი, ატლეტიკო, ინგლისი, მანჩესტერი
"ლივერპულმა" საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
0
3333
ახალი ამბები, საქართველო, ინგლისი, ლივერპული
"მილანის" საოცნებო დუეტი: მორატა - ბელეტი
0
4877
ახალი ამბები, ესპანეთი, რეალი, იტალია, მილანი
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მაი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031