რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

“მილანი“ მზად არის ბალოტელის “არსენალში“ გასაშვებად
25-07-2014, 12:08
1050
Ошибка
“მილანი“ მზად არის ბალოტელის “არსენალში“ გასაშვებად
იტალიის ნაკრების თავდამსხმელი შესაძლოა ნისლიან ალბიონზე დაბრუნდეს. ამის შესახებ წერს იტალიური Tuttosport, რომელიც იტყობინება, რომ “მილანი“ დაინტერესებულია “არსენალის“ ახალგაზრდა ფორვარდით. საუბარია ჯოელ კემპბელზე, რომლის ნაცვლადაც “როსონერი“ ბალოტელის თმობს. იტალიური წყაროს ცნობით, არსენ ვენგერი არ არის “მილანის“ ფორვარდით გაძლიერების წინააღმდეგი. საინტერესოა, რომ ამ შეთანხმების ინიციატორი იტალიური მხარე გახლავთ და მათ კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს მიღება სურთ.

ჯოელ კემპბელმა წინა სეზონი იჯარის წესით გაატარა საბერძნეთში, სადაც “ოლიმპიაკოსის“ ღირსება დაიცვა. 32-მატჩში ფეხბურთელმა 8 გოლი გაიტანა და ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზეც ცუდად არ გამოუვლენია თავი. კოსტარიკელების მაისურით ფორვარდმა ხუთ გამართულ მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, არსენ ვენგერი კოსტარიკელს ვერ განიხილავს ძირითადის ფეხბურთელად. ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება ბალოტელის მომავალი - იტალიელთა ახალ თავკაცს, ფილიპო ინძაგის მისგან მაქსიმუმის მიღება სურს, თუმცა, გაყიდვით თუ თამაშით, ეს გასარკვევია. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ანდრე გომეში:"ვიცი და მეც ვხვდები რაც ხდება"
0
2622
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
სანჩესს სერია ა-ში სურს
0
84
ახალი ამბები, ინგლისი, არსენალი, იტალია, იუვენტუსი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    თებერვალი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728 
ვიდეო გალერეა