რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

“ატლეტიკო“ ორ სატრანსფერო “ბომბას“ ამზადებს
24-07-2014, 19:18
1172
Ошибка
“ატლეტიკო“ ორ სატრანსფერო “ბომბას“ ამზადებს
მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ავტორიტეტულ ესპანურ გამოცემა, მარკასთან ინტერვიუში “ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში გუნდს ორი ახალწვეული შეემატება. თუ ვის შესახებ არის საუბარი კონკრეტულად არ დაუსახელებიათ. ესპანეთის მოქმედი ჩემპიონების რწმენით, ეს ტრანსფერები ყველა გულშემატკივარს გაახარებს. დაჟინებულ კითხვაზე - თუ ვინ გადავა “ატლეტიკოში“, სერესომ უპასუხა, რომ ცოტა მოთმენაა საჭირო.
პრესა ბოლო პერიოდში “ატლეტიკოს“ უკავშირებს ესპანეთის ნაკრების ფორვარდ, ფერნანდო ტორესს, რომელმაც თავის დროზე ამ კლუბში ბრწყინვალედ გამოავლინა შესაძლებლობები. ენრიკე სერესომ ეს ამბავი არც უარყო, არც დაადასტურა. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების პრეზიდენტმა თქვა, რომ ტორესი “ჩელსის“ ფეხბურთელია, მაგრამ მისთვის კარი ყოველთვის ღია იქნება.
საუბრის დასრულებისას სერესომ აღნიშნა, რომ მან ტიაგუ მენდეშის შენარჩუნება მოახერხა - ამ ფეხბურთელის გადაბირებით რამდენიმე კარგი გუნდი იყო დაინტერესებული. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ანდრე გომეში:"ვიცი და მეც ვხვდები რაც ხდება"
0
2609
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
სანჩესს სერია ა-ში სურს
0
84
ახალი ამბები, ინგლისი, არსენალი, იტალია, იუვენტუსი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    თებერვალი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728 
ვიდეო გალერეა