რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

პეტერ ჩეხი “ჩელსიდან” მიდის – დღის 5 სატრანსფერო ჭორი
3-08-2014, 18:51
1128
Ошибка
პეტერ ჩეხი “ჩელსიდან” მიდის – დღის 5 სატრანსფერო ჭორი
ვალბუენას “დინამოში” გადასვლაზე თითქმის ყოველ დღე იწერებოდა და, როგორც იქნა, ტრანსფერი შედგა. ტანმორჩილმა ფრანგმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება მოსკოვში და რუსეთის პრემიერ ლიგისთვის ემზადება. ვალბუენას გარდა, მარსელმა აიუც დაკარგა. ჯორდანი ახალ სეზონს “ლორიანში” დაიწყებს, ანდრე აიუ კი “მილანის” რიგებს შეავსებს. ხოლო “ნიუკასლის” მხირდან ანდრე-პიერ ჟინიაკისადმი გამოვლენილი ინტერესი საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ მარსელის “ოლიმპიკი” თავდასხმის ხაზში ლიდერების გარეშე რჩება!

წყარო: goal.ge

“მარსელი” ახალ სეზონს თავდასხმის ლიდერების გარეშე დაიწყებს

პეტერ ჩეხი “ჩელსიდან” მიდის – დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ვალბუენას “დინამოში” გადასვლაზე თითქმის ყოველ დღე იწერებოდა და, როგორც იქნა, ტრანსფერი შედგა. ტანმორჩილმა ფრანგმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება მოსკოვში და რუსეთის პრემიერ ლიგისთვის ემზადება. ვალბუენას გარდა, მარსელმა აიუც დაკარგა. ჯორდანი ახალ სეზონს “ლორიანში” დაიწყებს, ანდრე აიუ კი “მილანის” რიგებს შეავსებს. ხოლო “ნიუკასლის” მხირდან ანდრე-პიერ ჟინიაკისადმი გამოვლენილი ინტერესი საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ მარსელის “ოლიმპიკი” თავდასხმის ხაზში ლიდერების გარეშე რჩება!

მოურინიო “ჩელსიში” დიეგო ლოპესს იწვევს
პეტერ ჩეხი “ჩელსიდან” მიდის – დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ესპანური მასმედია აქტიურად საუბრობს “რეალის” გოლკიპერის “ჩელსიში” გადაბარგების შესახებ. თუ Marca-ს დავუჯერებთ, ჟოზე მოურინიო ლოპესში ტიბო კურტუას სათადარიგო მეკარეს ხედავს. ამის გამო, ჟურნალისტები პეტერ ჩეხის ადგილს “სტემფორდ ბრიჯზე” უკვე ვეღარ ხედავენ და ჩეხ კიპერს “პსჟ”-ში “უშვებენ”. 32 წლის მეკარემ ადრე უკვე განაცხადა, რომ “ჩელსის” დატოვებას კი არა, სასტარტოში ადგილისთვის ბრძოლას ვაპირებო. თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ტიბო კურტუა “ჩელსის” მთავარი გოლკიპერი იქნება. მოისურვებს თუ არა ჩეხი სათადარიგოთა სკამზე ყოფნას, ძნელი სათქმელია.


პეპე რეინა შეიძლება “მილანში” გადავიდეს
პეტერ ჩეხი “ჩელსიდან” მიდის – დღის 5 სატრანსფერო ჭორი


“ლივერპულის” მეკარე, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით “ნაპოლიში” გაატარა, შეიძლება “მილანში” ვიხილოთ. Sky Italia-ს ცნობით, “ნაპოლიმ” და “ლივერპულმა” თანხაზე ვერ მოილაპარაკეს. “მილანის” “ლივერპულის” წარმომადგენლები არენდის წესებზე დალაპარაკებას აპირებენ. ადრე ВВС აცხადებდა, რომ რეინას სამშობლოში სურდა კარიერის დასრულება, თუმცა საზღვარგარეთ გატარებული ამდენი წლის შემდეგ ეს ცოტათი ძნელი შესასრულებელი იქნებოდა. სხვათა შორის, იმასაც ჭორაობენ, რომ, თუ რეინა “სან სიროზე” არ გადაბარგდა, “ლივერპულის” N1 მეკარის სტატუსს დაიბრუნებსო.

“მანჩესტერ იუნაიტედს” ტრანსფერებში ფული არ ენანება
პეტერ ჩეხი “ჩელსიდან” მიდის – დღის 5 სატრანსფერო ჭორი


შარშანდელი ჩაგდებული სეზონის შემდეგ “წითელი ეშმაკუნები” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ. ჯერჯერობით “ოლდ ტრაფორდზე” მხოლოდ ლუკ შოუ და ანდერ ერერა ჩავიდნენ, თუმცა ორივე მათგანში ერთად გადახდილი თანხამ 73,5 მილიონი ევროა. მალე თანხა შესაძლოა 100 მილიონს გადააჭარბოს, რადგან “ემიუ” მატს ჰუმელსს ყიდულობს, რომელიც 37,5 მილიონი ღირს. ფეხბურთელის შეძენით “ბარსელონაც” არის დაინტერესებული, თუმცა იურგენ კლოპი სულაც არ ჩქარობ ლიდერთან განშორებას.

ეტო’ო არავის სჭირდება?
პეტერ ჩეხი “ჩელსიდან” მიდის – დღის 5 სატრანსფერო ჭორი

Football Italia-ს ინფორმაციით, სამუელ ეტო’ო, რომელიც “ჩელსისთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტია, იტალიაში იმყოფებოდა. აფრიკელ ფორვარდს “რომაში” უნდა გაევლო შემოწმება, თუმცა დედაქალაქურმა კლუბმა გადაჭრით განაცხადა, ეტო’ს მიმართ ინტერესი არ გაგვაჩნიაო. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს გამოჩენილი თავდამსხმელი კარიერას. მან ინგლისის ჩემპიონატის გასულ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
სულ რამდენი მილიარდი დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ სპორტში?
0
2207
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
ჯანლუიჯი ბუფონი:"ლევან მჭედლიძის გოლი მახსოვს, თუმცა..." !
0
1759
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა !
0
1943
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, ესპანეთი, რეალი
ატლეტიკო VS ბარსელონა (საყურებელი ლინკები) + Live
0
1704
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    თებერვალი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728