რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

“ლივერპული“ სენსაციურ ტრანსფერს ამზადებს
3-08-2014, 00:02
2067
Ошибка
“ლივერპული“ სენსაციურ ტრანსფერს ამზადებს
“ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა საკუთარი შეხედულებები გამოხატა იტალიის ნაკრების ფორვარდ, მარიო ბალოტელიზე და სავარაუდოდ მას მისი ხელში ჩაგდების სურვილიც აქვს.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა “მილანის“ შემტევზე. როგორც იცით, “მილანი“ ჯერჯერობით არ არის მარიოს მომავალზე ჩამოყალიბებული, ამიტომ “ლივერპული“ ბალოტელის შეძენის იმედს არ კარგავს.

“ბალოტელი დიდი ტალანტია. მე ის მაშინ მაკვირვებდა, როდესაც ჯერ კიდევ ინტერში თამაშობდა. მას ყველანაირი კარგი თვისება გააჩნია.“

“სიმაღლეში და გაბარიტებში საკმაოდ კარგია და ამასთან ერთად, აქვს სისწრაფე, ბრწყინვალედ მუშაობს ბურთთან ერთად და შეუძლია გოლების გატანა. ის იტალიაში სათამაშოდ დაბრუნდა, არის ახალგაზრდა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.“

“მარიო უმაღლესი დონის მოთამაშეა და შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში ითამაშოს, მათ შორის ლივერპულში,“ - განაცხადა როჯერსმა. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ანტუან გრიზმანი "მანჩესტერში" ითამაშებს
0
6273
ახალი ამბები, ესპანეთი, ატლეტიკო, ინგლისი, მანჩესტერი
"ლივერპულმა" საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
0
3329
ახალი ამბები, საქართველო, ინგლისი, ლივერპული
"მილანის" საოცნებო დუეტი: მორატა - ბელეტი
0
4875
ახალი ამბები, ესპანეთი, რეალი, იტალია, მილანი
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მაი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031