რეკლამა
Реклама
რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

საიტის ტეგები
Реклама
ჩირო იმობილე: “ლევანდოვსკი წარსულია, მომავალი მე ვარ!“
2-08-2014, 00:02
1381
Ошибка
ჩირო იმობილე: “ლევანდოვსკი წარსულია, მომავალი მე ვარ!“
დორტმუნდის "ბორუსიას" ახალწვეულმა იტალიელმა თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ კი თქვა, გერმანულს ვისწავლიო, მაგრამ ჯერ გერმანულ ენაზე მხოლოდ ორი რამ იცის: "როგორ ხარ" და "გოლების გატანა".

24 წლის იმობილე 31 ივლისს გერმანელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

გოლების გატანა ჩირო იმობილეს ნამდვილად ეხერხება, რაც იტალიელმა გასულ სეზონში დაამტკიცა, როცა "ტორინოს" რიგებში იტალიის ჩემპიონატის 33 მატჩში 22 ბურთი გაიტანა და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

იტალიაში გოლეადორობა რომ ძალიან ძნელია, ეს ყველამ იცის, მაგრამ იმობილესთვის ორმაგად რთული იყო, რადგან "ტორინო" გრანდებს არ მიეკუთვნება და ამ კლუბის ფორვარდები ბომბარდირთა დავაში ხშირად არ არიან ხოლმე.

თუმცა იტალია ერთია, გერმანია კი - მეორე. რამდენად სწრაფად აუღებს ალღოს იმობილე გერმანულ ფეხბურთს და ბუნდესლიგას?

ჩიროს კარგად ესმის, რომ "დორტმუნდის" სახით ისეთ კლუბში გადავიდა, რომელსაც ქომაგები მაქსიმუმს სთხოვენ, მაგრამ იმედოვნებს, რომ უშუალოდ მას თავიდანვე დუბლებს და ჰეთ-თრიქებს არ მოსთხოვენ.

"ვარჯიშები აქ უფრო ინტენსიურია, ვიდრე "ტორინოში", მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სწორია. ჩვენ სამ ტურნირზე უნდა ვითამაშოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი ფიზიკური მომზადება გვჭირდება", - ამბობს იტალიელი და დასძენს:

"იტალიაში კი ფიზმომზადებაზე მეტ ყურადღებას ტაქტიკურ მომზადებას უთმობენ. შესაბამისად, ვარჯიშებთან შეგუება თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა.

როცა "ბორუსიაში" გადმოსვლა გადავწყვიტე, სანამ გერმანიაში ჩამოვიდოდი, თითქმის ყოველდღე ველაპარაკებოდი იმ იტალიელ ფეხბურთელებს, რომლებიც ბუნდესლიგაში თამაშობენ. ჯულიო დონატიმ (ლევერკუზენის "ბაიერი") და ლუკა კალდიროლამ (ბრემენის "ვერდერი") დეტალურად ამიხსნეს, რა ხდება აქ. მათ მითხრეს, რომ უდიდეს ფიზიკურ დატვირთვებთან მომიწევდა შეგუება".

"დორტმუნდში" ყველა მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ იმობილეს გერმანულ ფეხბურთთან და ბუნდესლიგასთან ადაპტაციის პერიოდი დიდხანს არ გაუგრძელდეს. ჩირო ამბობს, აქ ფაქტობრივად, ხელისგულზე მატარებენ, რასაც ნაღდად არ მოველოდიო.

"დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მას ყოველდღე და ხშირად დღეში რამდენჯერმეც, პირადად ესაუბრება.

"ვხვდებოდი, რომ იურგენი შესანიშნავი სპეციალისტი და ადამიანი იყო, რაშიც აქ ჩამოსვლის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი. კლოპი მეუბნება, რომ მშვიდად უნდა ვიყო და არ უნდა დავუშვა, რომ წნეხის ქვეშ მოვექცე.

ერთი სიტყვით, დორტმუნდში ყველამ ძალიან კარგად მიმიღო. მე იტალიელი ვარ და როგორც ყველა ჩემს თანამემამულეს, ასეთი რამ ძალიან მახარებს", - აცხადებს ჩირო.

ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, იმობილე საკმაოდ ნერვიული ჩანსო და ასეთ დასკვნას იმის მიხედვით აკეთებენ, რომ პირველ პრესკონფერენციაზე ძალიან ხშირად "აწვალებდა" თმას, ხელებს იფშვნეტდა და საქორწინო ბეჭედიც რამდენჯერმე მოიხსნა.

თუმცა, როცა ის სახელი და გვარი უხსენეს, რომლის მოსმენაც იტალიელს ამ დღეებში ყველაზე ხშირად უწევს, ჩირომ აბსოლუტურად თავდაჯერებული პასუხი გასცა:

"რობერტ ლევანდოვსკი ბრწყინვალე თავდამსხმელია, მაგრამ "დორტმუნდისთვის" უკვე წარსულია, აწმყო და მომავალი კი მე ვარ!" - ომახიანად თქვა იტალიელმა, რომლის სანაცვლოდაც "ბორუსიამ" "ტორინოს" 18.5 მილიონი ევრო გადაუხადა.

გერმანელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, ჩირო იმობილე ერთობ მოკრძალებული და თავმდაბალი ტიპი ჩანსო. "ბორუსიას" ხელმძღვანელებს კი ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ჩირო მოედანზე არც მოკრძალებული იქნება და არც თავმდაბალი.

"ძალიან მაგარი ბიჭია, - ეს კლოპის სიტყვებია, - მებრძოლი და მეომარი თავდამსხმელია, რომელსაც ნებისმიერი ტიპის გოლის გატანა შეუძლია. ჩირო მზადაა, რომ ყველა მატჩში ბოლომდე დაიხარჯოს და თავი არ დაზოგოს".

იურგენ კლოპი ფეხბურთელებს ამ ეპითეტებით ხშირად არ ახასიათებს ხოლმე, რაც იმობილემაც იცის და ამიტომაც ამბობს:

"შრომა მეც მიყვარს და მწვრთნელსაც. ამით ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. მე მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ფეხბურთს კი, ზოგადად, 4 წლიდან ვთამაშობ".

კლოპი მართლაც შესანიშნავი სპეციალისტია და ფეხბურთელის შერჩევისას თითქმის არასდროს ცდება.

იმობილე: "აქ მითხრეს, რომ სანამ ჩემ გადმობირებას გადაწყვეტდა, კლოპმა ჩემი მონაწილეობით 70 (!) მატჩი ნახა. ამდენი მატჩი თვით მამაჩემსაც კი არ უნახავს!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"; Sportall.Ge dle
Реклама
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
Реклама
რეკლამა
დღის სიახლეები
ლეო მესი:"დარწმუნებული ვარ, ეს სუპერვარსკვლავი სულ მალე..."
0
497
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
დადასტურდა: ჯანო ანანიძე მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ითამაშებს !
0
1412
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
შოკი: მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ტერ შტეგენის სანაცვლოდ 200 მილიონს იხ
0
23
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, ესპანეთი, ბარსელონა
გიორგი არაბიძე წინ მიიწევს
0
5457
ახალი ამბები, საქართველო
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    ნოემბერი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930