რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

უცნობი დეტალები: რატომ არ გადავიდა სუარესი “არსენალში“?
1-08-2014, 12:34
1543
Ошибка
უცნობი დეტალები: რატომ არ გადავიდა სუარესი “არსენალში“?
არც ისე დიდი ხნის წინ “არსენალი“ ძალიან ახლოს იყო იმ მომენტისათვის “ლივერპულის“ ფორვარდის, ლუის სუარესის შეძენასთან, მაგრამ წინა ზაფხულში ურუგვაელი ფეხბურთელი არ გახდა “მეთოფე“, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა ლონდონელებთან ერთად.

ამ ფაქტიდან დიდი ხნის შემდეგ “ლივერპულის“ სულმა და გულმა, კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ყველა საიდუმლოს ფარდა ახადა და ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარით გასაგები გახადა, რატომ არ არის დღეს სუარესი “არსენალის“ ფეხბურთელი.

“წინა ზაფხულში, როდესაც ის წასვლას აპირებდა, ვარჯიშის დროს გამიმხილა ეს ამბავი. მე ვუთხარი, რომ არსენალში არ უნდა წასულიყო. ის არსენალისთვის ძალიან კარგი იქნებოდა და მისთვისაც შეიძლება კარგი ყოფილიყო, მაგრამ ამის მიუხედავად ასე გავაკეთე,“ - აცხადებს 34 წლის ინგლისელი.

ჯერარდმა შეახსენა თავის თანაგუნდელს, რომ მისი ოცნება “ბარსელონაში“ ან “რეალში“ თამაში იყო და უთხრა, თუ “არსენალში“ გადახვალ შენს ოცნებას დაშორდებიო. ნახევარმცველმა იცოდა, რომ სუარესს არ შეეძლო ოცნებაზე უარის თქმა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში თამაშზე იგნორის გაკეთება - ამ ზაფხულს დამტკიცდა, რომ სტივენ ჯერარდი მართალია.

არადა, სუარესი “არსენალში“ რომ გადასულიყო, ვინ იცის ვენგერის გუნდს პრემიერლიგაც კი მოეგო - ლუისმა “ლივერპულში“ მართლაც დიადი სეზონი გამართა და “ენფილდელ“ გულშემატკივარს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ანდრე გომეში:"ვიცი და მეც ვხვდები რაც ხდება"
0
2613
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
სანჩესს სერია ა-ში სურს
0
84
ახალი ამბები, ინგლისი, არსენალი, იტალია, იუვენტუსი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    თებერვალი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728 
ვიდეო გალერეა