რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

სოსო ფრუიძე: “შინ შეტევებს მეტ დროს დავუთმობთ“
1-08-2014, 10:52
864
Ошибка
სოსო ფრუიძე: “შინ შეტევებს მეტ დროს დავუთმობთ“
ქართული საფეხბურთო კლუბის, “ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ თავისი შეხედულებები გააზიარა ევროპის ლიგაზე აზერბაიჯანულ “ნეფტჩისთან“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩის შესახებ.

“ძალიან კარგი თამაში იყო - დაძაბული. ვიცოდით, რომ ნეფტჩი ძლიერი გუნდი იყო. ჩვენ მათ მიმართ პატივისცემით ვართ განწყობილები. მათ ჰყავთ ძალიან კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი ფეხბურთელები. წარმატება ჩვენს მხარეზე იყო. უფრო საფუძვლიანად უნდა მოვემზადოთ საპასუხო თამაშისთვის.“

“ჩვენ სოფლის გუნდს გვეძახიან? ამ უაზრო კომენტარზე აზრის გამოთქმა საჭიროც არაა. ჩვენ დღევანდელი თამაშით დავამტკიცეთ, რომ ნეფტჩზე ნაკლებები არ ვართ,“ - აცხადებს ქართველი სპეციალისტი.

მან ასევე მადლობა გადაუხადა “ჩიხურას“ გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე იმყოფებოდნენ და აზერბაიჯანშიც მხარს უჭერდნენ გუნდს: “მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ. ამავე დროს, გამიხარდა ნეფტჩის ასეთი გულშემატკივრების ნახვა.“

“ჩვენ საპასუხო მატჩშიც ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა მოხდება. არ ვართ ნეფტჩის კალიბრის გუნდი და ეს გვესმის,“ - აღნიშნა სოსო ფრუიძემ.

ფრუიძემ ასევე ისაუბრა ტრიბუნებზე მომხდარ ინციდენტზე: “ჩვენ ძალიან ვწუხვართ ტრიბუნებზე მომხდარისა და ისტორიული რუკის გამო. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და მეზობელია. ის ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს, არ იყვნენ ჩიხურას ნამდვილი გულშემატკივრები.“

“რაც შეეხება მომდევნო მატჩს - ვითამაშებთ უფრო გახსნილ თამაშს, ვიდრე ბურსასპორთან. სახლში მეტ დროს დავუთმობთ შეტევებს.“ dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
გუტი:"მესი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ როგორც კაცი, ძალიან პატარაა"
0
13720
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა, რეალი
სერხიო რამოსი პიკეს:"ახლა შეგიძლია შენისთანები დააბოლო"
0
11528
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, ესპანეთი, ბარსელონა
ყველაზე საშინელი კვირა - "ბარსელონას" 3 გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა !
0
127
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, ესპანეთი, ბარსელონა
სტეფ კარი:"ზაზა ფაჩულიამ ძალიან აურია, ცოტაც და ..."
0
7789
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს
0
6384
ახალი ამბები, ინგლისი, მანჩესტერი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    აპრილი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930