რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

» ახალი ამბები » პაბლო ოსვალდო “ინტერში“ ითამაშებს
პაბლო ოსვალდო “ინტერში“ ითამაშებს
31-07-2014, 19:16
1456
Ошибка
პაბლო ოსვალდო “ინტერში“ ითამაშებს
როგორც იტალიური პრესა იტყობინება, “ინტერმა“ და “საუთჰემპტონმა“ შეათანხმეს ყველანაირი დეტალი პაბლო ოსვალდოს “ნერაძურიში“ იჯარით გადასვლის თაობაზე. აქამდე ინგლისურ კლუბს 28 წლის თავდამსხმელის გაცვლა სურდა “ინტერის“ ნახევარმცველ, სტეფან ტაიდერზე. თუმცა, ბოლო მომენტში “წმინდანებმა“ გადაიფიქრეს და ოსვალდო პირობის გარეშე გაუშვეს.

“ინტერი“ არცერთ კაპიკს არ გადაიხდის ფეხბურთელის ტრანსფერში, თუმცა, უახლოესი სეზონის განმავლობაში იტალიელებმა ფეხბურთელს ხელფასის სახით წლიურად 2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. იმ შემთხვევაში, თუ ოსვალდოს მილანში დაიტოვებენ, “ინტერმა“ მოთამაშის სრულად შეძენაში 7 მილიონი უნდა გადაიხადოს.

ოსვალდო ნისლიან ალბიონზე 2013 წელს გადაბარგდა, თუმცა, ვერ მოახერხა პრემიერლიგაში თამაში, ამიტომ წინა სეზონის მეორე ნაწილი ფორვარდმა იჯარით “იუვენტუსში“ გაატარა - იტალიის ჩემპიონატში მან 11 მატჩი გამართა და გაიტანა მხოლოდ ერთი გოლი. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
გამოკითხვა
 

მოგწონთ ახალი დიზაინი?

კი.
არა.
ძალიან მომწონს.

 
 
რეკლამა
კალენდარი
«    იანვარი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031