რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

“არსენალი“ მორიგ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა
31-07-2014, 00:08
1859
Ошибка
“არსენალი“ მორიგ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა
უკვე დიდი ხანია, “არსენალისა“ და სამი ხედირას სატრანსფერო საგა ლოგიკურ დასასრულამდე ვერადავერ მივიდა, თუმცა, ახლა ყველაფერი ისეა, როგორც “მეთოფეთა“ გულშემატკივრებს სურთ. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი სავარაუდოდ ახალ კლუბს 23 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება.

მადრიდის “რეალში“ როგორც იცით ნამდვილი სატრანსფერო ბუმია - დედაქალაქელებმა ვისი ყიდვაც კი მოინდომეს, უკვე მათ ხელშია, თუმცა, ახლა ფინანსების დაბალანსების მიზნით რამდენიმე ფეხბურთელმა გუნდი უნდა დატოვოს.

27 წლის ხედირას შემდეგ ზაფხულში ეწურება კონტრაქტი “სამეფო კლუბთან“, ამიტომ კარლო ანჩელოტი დაინტერესებულია მოთამაშის გაყიდვით, თანაც “არსენალი“ საკმაოდ კარგ თანხას იხდის. ფეხბურთელით ინგლისელების გარდა მიუნხენის “ბაიერნია“ დაინტერესებული, მაგრამ “რეკორდმაისტერს“ სამის დამატება 2015 წელს უფასოდ უნდათ.

ასეა თუ ისე, არსენ ვენგერის დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და სავარაუდოდ ამ დღეებში ფრანგი სპეციალისტის გუნდს კიდევ ერთი გერმანელი შეუერთდება. ხედირა ლონდონში მიიჩნევა უკვე ასაკში შესული არტეტას შემცვლელად.

როგორც გაირკვა, ამ ტრანსფერში დიდი როლი ითამაშეს “არსენალის“ გერმანელმა ფეხბურთელებმა. მესუთ იოზილი, პერ მერტეზაკერი და ლუკაშ პოდოლსკი ხედირას ახლო მეგობრები არიან - მათ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც ერთად იზეიმეს.

ხედირა “რეალში“ 2010 წელს გადავიდა და იქიდან მოყოლებული “სანტიაგო ბერნაბეუს“ ბრწყინვალე სტადიონზე 144-მატჩში მიიღო მონაწილეობა. წლევანდელ მუნდიალზე ჩამშლელმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა საკუთარი ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაში. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ანდრე გომეში:"ვიცი და მეც ვხვდები რაც ხდება"
0
2611
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
სანჩესს სერია ა-ში სურს
0
84
ახალი ამბები, ინგლისი, არსენალი, იტალია, იუვენტუსი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    თებერვალი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728 
ვიდეო გალერეა