რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

» ახალი ამბები » ლავესიმ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს
ლავესიმ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს
29-07-2014, 13:11
701
Ошибка
ლავესიმ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს
არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევმა, ესეკიელ ლავესიმ შესაძლოა გუნდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე შეიცვალოს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელით “ლივერპულია“ დაინტერესებული. პრემიერლიგის ვერცხლის პრიზიორებმა ლუის სუარესი დაკარგეს და ახლა ბრენდან როჯერსი ეძებს ურუგვაელის შესაცვლელად საუკეთესო ვარიანტს.

შესაძლოა ლავესიმ ვერ მოახერხოს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, მაგრამ “წითლების“ იერიშების გაძლიერება ნამდვილად შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ფეხბურთელი მზად არის გადაბარგდეს ნისლიან ალბიონზე, თუ ხელმძღვანელობა მას გაუშვებს. შეთანხმების ღირებულებამ შესაძლოა 18-20 მლნ. ევრო შეადგინოს.

წინა სეზონში ლავესიმ 32 მატჩი გამართა და გაიტანა 9 გოლი. პსჟ-ს არ აქვს მოთამაშის გაყიდვის სურვილი, მაგრამ იძულებულები არიან ეს გააკეთონ ფინანსური ფეარ-პლეის წესების გამო. თუ კლუბი ლავესისა და კავანის გაუშვებს, მაშინ შეძლებს “რეალიდან“ დი მარიას შეძენას. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
გამოკითხვა
 

მოგწონთ ახალი დიზაინი?

კი.
არა.
ძალიან მომწონს.

 
 
რეკლამა
კალენდარი
«    იანვარი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031